შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში ქართველების კუთვნილი ფულადი გზავნილების ოფისის დაყაჩაღებაში ქართველების მონაწილეობა ამ დროისთვის არ დასტურდდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს უთხრა, საქართველოს პოლიციის ატაშე საქმის კურსშია და იტალიელი სამართალდამცავების გამოძიებას აწარმოებენ.

დღეს, 2 აპრილს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიაში გზავნილების ოფისი ქართველებმა დააყაჩაღეს.