გორის რაიონში, სოფელ კარალეთში მაღაზია გაქურდეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ქურდობის შესახებ შეტყობინება მათთან დღეს, 3 მარტს შევიდა და მათი თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ.

ქურდობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.