წალენჯიხაში თევზაობის დროს 22 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული ისჯება შინაპატიმრობით, ვადით 6 თვიდან 2-წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4-წლამდე.