7 რამ, რაც მესენჯერიდან გაუსვლელად შეგიძლიათ გააკეთოთ
გახსოვთ, რამხელა უკმაყოფილება გამოიწვია თავის დროზე მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებამ, ფეისბუქის ჩატი ცალკე გამოეყო და სხვაგვარად შეეფუთა? მომხმარებლები წუწუნებდნენ, რომ დამატებითი აპის გადმოწერა და გახსნა სჭირდებოდათ მეგობრებთან მიმოწერისთვის, თუმცა მას შემდეგ, რაც მესენჯერი მოსახერხებელი და ფუნქციონალური გახდა, პრეტენზიებმა მნიშვნელოვნად იკლო. აპლიკაციას ყოველთვიურად, არც მეტი, არც ნაკლები, 1.3 მილიარდი ადამიანი იყენებს.
გაინტერესებთ, კარგად იცნობთ თუ არა მესენჯერის შესაძლებლობებს? მაშინ გადახედეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ აპლიკაციიდან გაუსვლელად.
1. დაიმატეთ ახალი მეგობარი მარტივად
წარმოიდგინეთ, რომ შეხვდით ადამიანს, რომელიც ძალიან მოგეწონათ (სამეგობროდ, რომანტიკული ან საქმიანი ინტერესებისათვის), მესენჯერის საშუალებით მასთან დამეგობრებას რამდენიმე წამში შეძლებთ.
ამისთვის თქვენი ან მისი უნიკალური კოდი დაგჭირდებათ. დააჭირეთ მესენჯერის მარჯვენა ზედა კუთხეში საკუთარ სურათს, მერე კიდევ ერთხელ შეეხეთ წრიულ ფოტოს და აჩვენეთ თქვენი კოდი მეორე ადამიანს, რომელიც მას დაასკანირებს. დამეგობრება არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი.
2. ითამაშეთ თამაშები
ფიქრობთ, რომ საუბარი ჩიხში შევიდა? გაიყვანეთ დრო თამაშების დახმარებით. თქვენს განკარგულებაშია: კალათბურთი, სუდოკუ, პაზლები და უამრავი სხვა გასართობი.
3. შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა ერთი ფოტოთი, ბი ბოტის დახმარებით
რა გვეშველებოდა, ჩატბოტები რომ არ არსებობდნენ? თუ ადრე დაზღვევის გასაკეთებლად სახლიდან უნდა გასულიყავით და რიგში ჩამდგარიყავით, ახლა ეს ყველაფერი რამდენიმე წუთში შეგიძლიათ მოაგვაროთ. თუ უკვე არ იცნობთ ბი ბოტს, გაგაცნობთ. ბი ბოტი თიბისი დაზღვევის ბოტია, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ დაზღვევის ონლაინ შეძენა გაგიმარტივოთ. ახლახან კი მას კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია დაემატა. თქვენ შეგიძლიათ პირადობის მოწმობის ან
პასპორტის ფოტო გადაიღოთ და ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით გაუგზავნოთ
თიბისი დაზღვევის ბი ბოტს, შესაბამისად სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას პირადი
მონაცემების აკრეფვა აღარ დაგჭირდებათ.
ბი ბოტის მოძებნა პირდაპირ ფეისბუქ მესენჯერიდან შეგიძლიათ. 6 თვის განმავლობაში მისით უკვე 30 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და ეს რიცხვი ყოველდღიურად იმატებს.
4. წამოიწყეთ საიდუმლო ჩატი
ყველაზე დელიკატურ თემებზე საუბრისას შეგიძლიათ მესენჯერის არაჩვეულებრივი ფუნქცია, საიდუმლო ჩატი გამოიყენოთ. თქვენს საუბარს ფეისბუქიც კი ვერ ნახავს.
საიდუმლო ჩატის გასახსნელად, აპლიკაციის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს Secret. გარდა ამისა, მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ისიც შეგიძლიათ მიუთითოთ, რამდენ ხანში წაიშალოს ნაწერები.
5. შეცვალეთ კონკრეტული საუბრების ფერი, დაარქვით სახელი თანამოსაუბრეს და შეარჩიეთ ემოჯი
სულაც არაა აუცილებელი, უზარმაზარი ცერი გქონდეთ მთავარ ემოჯიდ დაყენებული. თუ ლურჯი ფერი არ გიყვართ, არც ესაა პრობლემა. გარდა ამისა, შეგიძლიათ, რაც კი მოგაფიქრდებათ, ყველაფერი დაარქვათ თანამოსაუბრეს (გაითვალისწინეთ, რომ ისიც დაინახავს არჩეულ მეტსახელს).
6. გაუზიარეთ მეგობრებს მუსიკა, რეცეპტები და უამრავი სხვა რამ
მესენჯერის გაფართოებების დახმარებით, შეგიძლიათ თანამოსაუბრეს გაუგზავნოთ რეცეპტი (Food Network), სტატია (Wall Street Journal), მუსიკა (Spotify / Apple Music) და ბევრი სხვა რამ. გირჩევთ, პლუსის ღილაკს დააჭიროთ და გაფართოებები კარგად შეისწავლოთ.
7. გააგზავნეთ ხმოვანი შეტყობინება, თუ წერა გეზარებათ
მოდი, ვაღიაროთ, რომ ხანდახან ტექსტის კრეფა ძალიან დამღლელია. გაუზიარეთ მეგობარს, რას უსმენთ ამ მომენტში, გაუგზავნეთ თქვენი ნამღერი ან მიულოცეთ დაბადების დღე ორიგინალურად.
თქვენ თუ იყენებთ ამ ფუნქციებს?
კომენტარები