ბოლო ორ კვირაში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 15 პირი პასუხისმგებლობაშია მიცემული. 5-17 თებერვლის მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებებით ამოიღეს:

  • კალაშნიკოვი - 1;
  • მცირეკალიბრიანი შაშხანა - 2;
  • პისტოლეტი - 6;
  • სანადირო თოფი - 3;
  • ე.წ. აბრეზი - 2;
  • სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა - 602;
  • მჭიდი - 6.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.