ყოფილი თანამდებობის პირი, ბარბარა ჰოსკინგი, ბრიტანეთის ორ პრემიერმინისტრთან მუშაობდა და მათთვის ტექსტებს წერდა. თუმცა მთავარი ეს არ არის - მან 91 წლის ასაკში, ვალენტინობის დღეს, გამოაცხადა, რომ ლესბოსელია.

ჰოსკინგის თქმით, მისი გადაწყვეტილება ბიოგრაფიულ წიგნს უკავშირდება და სექსუალური ორიენტაციის დამალვით, მისი ისტორია სინამდვილეს დაკარგავდა:

"მე ჩემს წიგნში ალბათ დავწერ, რომ პირველად რომ გოგო შემიყვარდა, 6 წლის ვიყავი," - ამბობს ბარბარა და ხუმრობით დასძენს, რომ შიშობს, 91 წლის ასაკში გეების სახე გახდება.

ბარბარას თქმით, მისმა მეგობრებმა მისი ორიენტაციის შესახებ იცოდნენ, თუმცა ლესბოსელობას დედ-მამას უმალავდა:

"დედას და მამას ვუყვარდი, მაგრამ ისინი ვერ გამიგებდნენ. მამაჩემი ძველმოდური იყო, დედაჩემი კი იფიქრებდა, რომ ეს ჩემი რთული არჩევანი იყო და უბედური ვიქნებოდი. სინამდვილეში მე ძალიან ბედნიერი ვიყავი და მრავალფეროვანი ცხოვრება მქონდა".

ბარბარა ასევე ამბობს, რომ ყველამ, ვინც მას იცნობდა, მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ არაფერი იცოდა. "ეს არც ისე მნიშვნელოვანი იყო" - დასძენს ის.

ჰოსკინგი სამოქალაქო ურთიერთობაშია მასზე 20 წლით უმცროს მარგარეტთან.

"ის მუდამ მამომწმებს, რომ ჭკვიანად ვარ და ფხუკიანივით არ ვიქცევი" - ხუმრობს ბარბარა.