ერთადერთი, არასდროს, არავინ - დეპრესიის მქონე ადამიანები ამ სიტყვებს ყველაზე ხშირად იყენებენ
დეპრესია ცვლის ადამიანს, ცვლის მის ყოველდღიურობას, ურთიერთობებს, ინტერესებს, ან დამოკიდებულებას ინტერესების მიმართ, მოვლენებისადმი მიდგომას, ტკივილის შეგრძნებებსა და აღქმას, ენერგიულობას, ძილის და კვების რეჟიმსაც კი.
ახალ კვლევაში ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დეპრესიის გამოვლინების სხვა ასპექტი შეისწავლეს. მათ კომპიუტერული ანალიზით გამოთვალეს, თუ როგორ ცვლის დეპრესია მეტყველების არამარტო შინაარსს, არამედ მის სტილსაც.
ტრადიციული ლინგვისტური ანალიზი ძირითადად ჩანაწერების საშუალებით ხდებოდა. ახალ კვლევაში მეცნიერებს კომპიუტერული ტექნოლოგიები დაეხმარა, რომელსაც უზარმაზარი მოცულობის ჯგუფის მეტყველების და ნაწერის ანალიზი შეუძლია. კვლევაში 6 400-ზე მეტი ადამიანის ლექსიკა გააანალიზეს.
იოლი მისახვედრია, რომ დეპრესიის მქონე ადამიანის მეტყველებაში ჭარბობს უარყოფითი შინაარსის მატარებელი სიტყვები, რაც ამ კვლევამაც დაადასტურა. ასეთი სიტყვების მაგალითებია: "მარტოობა", "მოწყენილობა", "სევდა", "დეპრესიული", "ცუდი", "დათრგუნული", "საშინელი", "საცოდავი", "უიმედო", "უბედური".
მკვლევარებისთვის გაცილებით საინტერესო და მრავლისმეტყველი იყო დეპრესიისთვის დამახასიათებელი ნაცვალსახელების პოვნა: მე და ჩემი. პირველი პირის ნაცვალსახელი იშვიათად იხმარებოდა მრავლობით რიცხვში. შესაბამისად, დეპრესიის მქონე ადამიანები გაცილებით ხშირად საუბრობდნენ და წერდნენ საკუთარ თავზე, კონცენტრირებულები იყვნენ საკუთარ პერსონაზე და ემოციებზე. ისინი იშვიათად იყენებდნენ სიტყვებს "შენ/თქვენ", "ის/ისინი", "შენი/თქვენი", "მისი/მათი", რაც სხვებისადმი ინტერესის ნაკლებობას და სხვა ადამიანებთან ნაკლებ შეხებას, ნაკლებ კავშირს აჩვენებს.
კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება საუბრის სტილზე: დეპრესიაში მყოფი ადამიანები ხშირად ხმარობენ ე.წ. აბსოლუტიზმის შინაარსის მქონე სიტყვებს, ფრაზებს და აზრებს, რომელიც არ იძლევა სიტუაციის, დროის, ფორმის, ან სხვა კონტექსტუალური ნიუანსების განხილვის საშუალებას. ასეთი სიტყვების მაგალითად სახელდება: "სრულებით", "ერთადერთი", "არასდროს", "ყოველთვის", "ყველაფერი", "ყველა", "არავინ", "არაფერი".
ამასთან, აბსოლუტიზმის შინაარსის შემცველ სიტყვებს 50 პროცენტით მეტად ხმარობდნენ დეპრესიის მქონე ჯგუფები, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები. კიდევ უფრო მეტი, 80 პროცენტით მეტად იყენებდნენ ისინი, ვისაც თვითმკვლელობაზე უფიქრია, ან ამ იდეით იყო შეპყრობილი.
მეცნიერებს უცნაურად, პარადოქსულადაც კი ეჩვენათ ის ფაქტი, რომ უარყოფითი შინაარსის მქონე სიტყვებს დეპრესიის ჯგუფთან შედარებით, ნაკლებად ხმარობდნენ ის ადამიანები, ვინც თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. თუმცა, სავსებით ლოგიკური იყო ის, რომ გამოჯანმრთელების გზაზე მდგარი პაციენტები 70 პროცენტით უფრო ხშირად იწყებდნენ დადებითი შინაარსის მქონე სიტყვების გამოყენებას.
კვლევის ავტორები თვლიან, რომ დეპრესიის ენის გაგება სპეციალისტებს სიმპტომების სწორად აღქმაში და ინტერპრეტაციაში დაეხმარება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების და თვითმკვლელობის ტრაგიკული შემთხვევების აღკვეთის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დეპრესიის მქონე ადამიანთა რაოდენობა მსოფლიში 2005 წლის შემდეგ, სულ ცოტა, 18 პროცენტით გაიზარდა და ახლა 300 მილიონს აჭარბებს.
კვლევა 5 იანვარს გამოქვეყნდა ფსიქოლოგიური მეცნიერების ასოციაციის (წარსულში ამერიკის ფსიქოლოგიური საზოგადოება) სამეცნიერო ჟურნალში კლინიკური ფსიქოლოგიის მეცნიერება. მისი ავტორები არიან პროფესორები მუჰამედ ალ-მოსავი და ტიმ ჯონსტონი შეერთებული შტატების რედინგის უნივერსიტეტიდან.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები