უახლესმა მეცნიერულმა ანალიზმა აჩვენა, რომ 10 000 წლის წინ მცხოვრებ ბრიტანელებს მუქი ფერის თმა და ლურჯი თვალები ჰქონდათ.

ბრიტანელმა მკვლევარებმა ეს დასკვნა 1903 წელს, ინგლისის სოფელ ჩედერში, გამოქვაბულში აღმოჩენილი ადამინის ჩონჩხიდან აღებული დნმ-ს შემოწმების შემდეგ გამოიტანეს.

ფოტო: AP

ამის შემდეგ, ბრიტანელმა მეცნიერებმა გენური ანალიზი გამოიყენეს მისი სახის რეკონსტრუქციის აღსადგენად.

აღმოჩენა განამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ თანამედროვე ევროპელების ღია ფერის კანი ახალი ფენომენია.

აქამდე ბრიტანელების უძველეს წინაპრებზე გენური ანალიზი არ ჩატარებულა. "ჩედერმენი" მათი ერთადერთი უძველესი ადამიანია, რომლის ჩონჩხიც სრული სახით აღმოაჩინეს.

ახალი მონაცემები განამტკიცებენ ხედვას იმაზე, რომ ბრიტანეთში პირველი ადამიანები უკანასკნელი გამყინვარების შემდეგ დასახლდნენ.

"ჩედერმენი" დღევანდელი სტანდარტებით არც ისე მაღალი ყოფილა. მისი სიმაღლე დაახლოებით 1 მეტრი და 65 სანტიმეტრი იყო. მეცნიერების მიხედვით, ის 20-დან 25 წლამდე გარდაიცვალა.

ფოტო: Channel 4