ძაღლები თითქმის სრულყოფილი ცხოველები არიან, თუმცა, ერთი მინუსი მაინც აქვთ - ისინი ყველგან ფანტავენ ბეწვს, მაგრამ ამის გამო მათზე გაბრაზება ნამდვილად არ იქნებოდა სამართლიანი.

სწორედ ამ პრობლემასთან საბრძოლველად შეიქმნა ახალი კოსტიუმი Shed Defender (ბეწვისგან დამცავი), რომელიც გარდა იმისა, რომ ცხოვრებას გიადვილებთ, ფოტოებზეც არაჩვეულებრივად გამოიყურება.

გამომგონებლები გვირჩევენ, კოსტიუმი ძაღლს მანქანაში ხანგრძლივად მგზავრობისას ჩავაცვათ. იმისთვის, რომ თქვენი მანქანის სავარძლები ბეწვის ფენით არ დაიფაროს. სამოსი მარტივად ირეცხება და ჰაერს შესანიშნავად ატარებს, ასე რომ, თქვენი ოთხფეხა მეგობარი საერთოდ არ შეწუხდება.

ფოტო: Shed Defender

ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც ძაღლები უყვართ, მაგრამ ბეწვზე ალერგია აქვთ.

თუ მოდა გიყვართ, შეგიძლიათ თქვენი და თქვენი ძაღლის ტანსაცმელები ფერებში შეახამოთ.

Shed Defender უამრავ ფერსა და ზომაშია ხელმისაწვდომი. დაწყებული ჩიხუახუათი, დასრულებული სენტ-ბერნარით. მისი შეძენა ამაზონზე შეგიძლიათ.