გიორგი მარგველაშვილი

7 Jan. 2018, 13:19

ყველა ეს თემა, რაც დღეს იყო ნახსენები პატრიარქის ეპისტოლეში, უაღრესად ესადაგება იმ დღესასწაულს, როდესაც წმინდა ოჯახი ერთად იყო და ერთად დაესწრო მაცხოვრის მოსვლას ამქვეყნად.

რანაირად ითარგმნება პოლიტიკოსისთვის ოჯახის სიძლიერე – ბუნებრივია, ეს ითარგმნება იმ თვალსაზრისით, რანაირად შემიძლია მე, როგორც პოლიტიკოსმა გავაძლიერო სკოლები, გავაძლიერო უნივერსიტეტები, გავაძლიერო საბავშვო ბაღები და ის სოციალური სერვისები, რაც ოჯახს შეუწყობს ხელს, იყოს უფრო წელში გამართული.

ასევე, ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის საკითხი, რაც ეხება ნარკოპოლიტიკას და მე არაერთხელ გამისვამს ამისთვის ხაზი, რომ ჩვენ ქვეყანაში, ალბათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დასჯა და იძულება წლების, ათწლეულების მანძილზე უკეთეს შედეგს კი არ გვაძლევს, არამედ ბევრი ადამიანის დამსხვრეულ ცხოვრებას გვაძლევს, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმის თაობაზე რომ სხვანაირად მოვუაროთ ამ პრობლემას და ვიფიქროთ, როგორ შევამსუბუქოთ და ადამიანური გავხადოთ ნარკოპოლიტიკა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქრისტეშობის სადღესასწაულო ლიტურგიისას სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?

ტექნოლოგიური სფეროს გიგანტმა Google-მა YouTube-ის ყველაზე პოპულარულ სახესთან, ჯიმი დონალდსონთან, იგივე MrBeast-თან,…