აფგან მუხთარლი

14 Dec. 2017, 23:30

სახლთან ახლოს პოლიციის სამმა თანამშრომელმა ძალით ჩამსვა მანქანაში. აეროპორტთან ახლოს, თავზე ტომარა ჩამომაცვეს და თვალები ამიხვიეს. ამის შემდეგ, მეორე მანქანაში გადავჯექით, ერთი საათის შემდეგ კი მესამეში. მესამე მანქანაში გადაჯდომიდან 15 წუთში მომხსნეს ტომარა და აღმოვაჩინე, რომ აზერბაიჯანში ვარ. გზაზე ჩემთან ერთად სამი ადამიანი იყო. ისინი კრიმინალური პოლიციის ფორმებით იყვნენ და ქართულად მესაუბრებოდნენ. წინააღმდეგობა სპეციალურად არ გამიწევია. მივხვდი, რომ კრიმინალური პოლიციიდან იყვნენ, შემეშინდა ჩემი დეპორტაცია არ მოეხდინათ და წყნარად ვიჯექი მანქანაში. ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ [სასამართლო] პროცესს. ეს სპექტაკლია. ჩემი მოტაცების დამკვეთები და შემსრულებლები არსებობენ. საინტერესოა, რომ იმ დღეს თბილისში არც ერთი კამერა არ მუშაობდა. საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან. მას ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა. კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველამ ერთად დაგეგმა და სახელმწიფო დონეზე ჩაიდინა დანაშაული. კვირიკაშვილი დაგველოდოს, მას მოუწევს პასუხის გაცემა. ჩვენ უფრო ძლიერებსაც გავსწორებივართ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება

სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას, რომელმაც პატიმრების…