სააკაშვილი: მე არასდროს ვიქნები პრეზიდენტი უკრაინაში თუმცა, მზად ვარ, ვიყო პრემიერი
ფოტო: Reuters
ვაშინგტონში, კატონის ინსტიტუტში, 6 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა, რომელიც უკრაინის მომავალს პოლიტიკურ განვითარებას და მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა. შეხვედრას საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი სკაიპით კიევის ცენტში აღმართული კარავიდან ჩაერთო. სააკაშვილმა მის მიმართ ბრალდებები უარყო. ხოლო კითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ორ ქვეყანაში ორი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყოს, განაცხადა, რომ ის საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ერევა.
“მე არ ვაჩვენებ თავს, თითქოს საქართველოში პარტიის ლიდერი ვიყო. მე იქ საპატიო თამჯდომარე ვარ, მაგრამ გარწმუნებთ, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი არ ვერევი. ეს ჯერ ისევ მთავარი ოპოზიციური პარტიაა საქართველოში. მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ისინი შემდეგ ნებისმიერ არჩევნებს მოიგებენ და ეს მათი გამარჯვება იქნება. მე არ ვცდილობ მათ ლიდერი ვიყო. რა თქმა უნდა, უკრაინაში ვარ ოპოზიციაში და ეს ფაქტია. მე არასდროს ვიქნები პრეზიდენტი უკრაინაში. ვთქვი, რომ ვიყავი მზად გავმხდარიყავი პრემიერ-მინისტრი, თუ ეს საჭირო იქნება. მზად ვარ, ეს პასუხისმგებლობა ავიღო. მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, აქტიური უკრაინელი პოლიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკო “ხალხის მტერს” მეძახის და პასპორტი ჩამომართვა. თქვენ შეიძლება გესმით ხმები ქუჩიდან.
აქ, ალბათ, 6-7ათასი ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ჩემს კარავთან დგანან, თუ მე უკრაინელი პოლიტიკოსი არ ვარ, რას აკეთებს ეს ხალხი აქ? ვინ იყო ის ხალხი, ვინც პოლიციის მანქანიდან გამომიყვნა გუშინ, როგორ გაჩნდნენ ისინი იქ ასე სწრაფად? ეს ნიშნავს, რომ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ”, - განაცხადა მან.
მან უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ დასახელებულ ბიზნესმენს სერგეი კურჩენკოს არ იცნობს.
“ისინი მე მადანაშაულებენ ვინმე კურჩენკოსთან კავშირში. მე არ ვიცი ვინაა კურჩენკო და არასდროს შევხვედრივარ. გამიგია, რომ არსებობს, მაგრამ არასდროს შევხვედრივარ. არ ვიცნობ მას და არ მილაპარაკია მასთან. მათ როდესაც მოქალაქეობა ჩამომართვეს, ჩემი ხელმოწერა გააყალბეს. ორი წლის წინ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩემი თავი დაამაგრეს ვიღაც სხვის სხეულს და დადეს ვიდეო, სადაც ვითომ მე რუს ოლიგარქთან ერთად ვდგავარ სადღაც ოდესაში. რამდენიმე დღეში მათ მოუწიათ აღიარება, რომ ეს სიცრუე იყო. მე ამას უკვე მივეჩვიე და არ მგონია ვინმე ამას სერიოზულად იღებდეს. უკრაინაში ნამდვილად არ იღებს ხალხი ამას სერიოზულად”, - ამბობს სააკაშვილი.
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა 2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
კომენტარები