ბრინკი: ჯაველინები საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება
ფოტო: Reuters
საქართველო შეერთებული შტატებისგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას იყიდის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყიდვაზე ნებართვა რამდენიმე დღის წინ გასცა და ის დასამტკიცებლად კონგრესს გაუგზავნა. თბილისი უკვე რამდენიმე წელია ცდილობს ამ სარაკეტო სისტემის ყიდვას. ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის მისი მიყიდვისგან თავს სავარაუდოდ იმის გამო იკავებდა, რომ რუსეთის გაღიზიანება არ სურდა.
ჯაველინების გაყიდვაზე და საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის მის მნიშვნელობაზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
ქალბატონო ბრიჯეტ, მადლობა ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ჯაველინების მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება?
მადლობა თქვენ, რომ მოხვედით. 17 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესში ინფორმაცია გაგზავნა საქართველოსთვის ჯაველინის იარაღის სისტემის მიყიდვის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ეს გაყიდვა ამერიკის უცხოეთის სამხედრო გაყიდვების პროგრამის ფარგლებში მოხდა.
იარაღის გაყიდვის ეს წინადადება საქართველოსა და ამერიკას შორის უკვე არსებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ჯდება, რომლის მიზანიც საქართველოსთვის თავის დაცვის შესაძლებლობის მიცემა და ამერიკისთვის ძლიერი სამხედრო მოკავშირის დახმარებაა. საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც სრული უფლება აქვს აირჩიოს საკუთარი მომავალი, რაშიც თავდაცვის სფეროს ორიენტაცია და სამხედრო შესაძლებლობების წყაროებიც შედის.
საქართველო ჯავლინის სისტემის შეძენას წლების მანძილზე როგორც პრეზიდენტ ბუშის, ასევე პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს ცდილობდა. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ახლა?
ჩვენ ბევრ ქვეყანასთან გვაქვს თანამშრომლობის შეთანხმება თავდაცვის სფეროში. საქართველოსთან წარმატებული სამხედრო თანამშრომლობა წლების მანძილზე გვაქვს. დღეს მოგეხსენებათ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე პოლიტიკის ჩარჩოებში ჯდება.
რამდენად მნიშვნელოვანია, თქვენი აზრით, ეს იარაღი საქართველოსთვის? შეძლებს თუ არა საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს არსებული შესაძლებლობებით ამ სისტემის ათვისებას და გამოყენებას?
მე არ მინდა საქართველოს მთავრობის ნაცვლად რამე ვთქვა. ჩვენი გადმოსახედიდან, მიგვაჩნია, რომ ეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების თვალსაზრისით დიდი დანამატია. ეს სისტემა საქართველოს დაეხმარება უკეთ დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი საზღვრები და ზოგადად, გააღრმაოს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა.
სისტემა 75 მილიონი ღირს...
დიახ, საუბარია 75 მილიონი დოლარის ოდენობის შესყიდვის წინადადებაზე და მასში შედის ჯაველინის სისტემის რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტი.
ეს ერთჯერადი შესყიდვა იქნება თუ რამდენიმე წლის განმავლობაში გაიწერება?
ტრანზაქციის დეტალებს ზუსტად ვერ გეტყვით. ამაზე ამერიკისა და საქართველოს მთავრობები მოგვიანებით შეთანხმდებიან. ამ ეტაპზე გადაწყვეტილების გამოცხადება და კონგრესისთვის მისი გაგზავნა იმას ნიშნავს, რომ ამერიკის მთავრობა მზადაა დადებითად გამოეხმაუროს საქართველოს მოთხოვნას ამ იარაღის ყიდვაზე. დეტალების შეთანხმება მას შემდეგ მოხდება, რაც შეთანხმების საბოლოო პირობები გვექნება.
კონგრესისგან რაიმე წინააღმდეგობას თუ ელოდებით?
კონგრესი, როგორც იცით, ამერიკის მთავრობის დამოუკიდებელი და თანასწორუფლებიანი შტოა. მსგავსი შესყიდვების დროს არსებობს წინასწარ გაწერილი შეტყობინების პროცესი. ამ პერიოდის განმავლობაში კონგრესთან კონსულტაციებს გავდივართ. არ მინდა კონგრესის სახელით ვისაუბრო, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობამ შესყიდვის პროცესის დასრულება გადაწყვიტა, წინ წასვლის შესაძლებობა იქნება.
-
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან" ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან"
გადახედვა
-
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
-
AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის? AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის?
-
კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის
-
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
გადახედვა
-
თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები
გადახედვა
-
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს
გადახედვა
-
გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო
გადახედვა
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება
გადახედვა
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა


კომენტარები