მირიან ჯუღელი

29 Nov. 2017, 14:41

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგად ქვეყნის მოსახლეობამ 3,7 მილიონი შეადგინა. ანუ 3,7 მილიონი ადამიანი, რომელიც ადრე, ახლა ან მომავალში თავის შესაძლებლობებს ქვეყნის განვითარებას მოახმარს.

დიახ, ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული ბუნებრივი რესურსები და დიახ ჩვენი მთავარი რესურსი თავად ადამიანები ვართ. ამიტომაც მნიშვნელოვანია არც ერთი ჩვენთაგანის ნიჭი არ დაიკარგოს. ჩვენ ხშირად ვერ ვხვდებით რომ ამის მიღწევისთვის თანასწორი გარემო აუცილებელია. თანასწორობა კი ჩვენი ყოველდღიურობიდან, ჩვენი ოჯახებიდან იწყება. ხშირად ვერ ვხვდებით, რომ ოჯახში ჰარმონიის და თანასწორების მისაღწევად კაცების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. არაერთი კვლევა თუ მიგნება ამბობს, რომ იმ ოჯახებში, სადაც როლები თანაბრადაა განაწილებული, სადაც კაცები ისევე იღებენ პასუხისმგებლობას ბავშვის აღზრდაზე თუ სხვა საკითხებზე, როგორც ქალები, შვილები უფრო ბედნიერები და ძლიერები იზრდებიან.

ჩვენ ასევე ხშირად ვერ ვხვდებით რომ ქალთა მიმართ ძალადობა ბავშვების ბედნიერების, თანასწორობის და ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია. ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმით ძალადობა ვნებს არა მარტო ქალებს, არამედ ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომაც თუკი ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილები უკეთეს გარემოში გაიზარდნონ ჩვენ უნდა დავძლიოთ ძალადობა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და უკეთესი ხვალინდელი დღე ავაშენოთ.

ეს ყველაფერი კი ძალიან მარტივი მისაღწევია და ეს ჩვენი ოჯახებიდან უნდა დავიწყოთ.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა ჩემი მეუღლის და ჩემი შვილის - ლიზას დაბადებაა. მე და ჩემს მეუღლეს საოჯახო საქმეები აბსოლუტურად თანასწორად გვაქვს განაწილებული და არც ერთს გვეთაკილება ამა თუ იმ საქმის გაკეთება. ასეა ლიზაც, ის ახლა სამი წლისაა და ჩვენ მას სრულ თავისუფლებას ვაძლევთ, თავად აირჩიოს, რა ჩაიცვას, რა ჭამოს თუ რა ვითამაშოთ. მჯერა, რომ ლიზა თავისუფალ, დამოუკიდებელი და თანასწორ გარემოში უნდა გაიზარდოს, რათა მან თავად გადაწყვიტოს როგორი განათლების მიღება სურს, თავად აირჩიოს პროფესია და თავად განვითარდეს. რა თქმა უნდა მეც და ჩემი მეუღლეც ერთ წუთს არ დავიშურებთ ამ ყველაფრისთვის და მისთვის რჩევის, რეკომენდაციის თუ შესაძლებლობების მიცემისთვის.

რუბრიკას წარმოგიდგენთ კამპანია კაცები ზრუნავენ. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ რუბრიკით კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები უერთდებიან 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.საუბარში


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
  2. ქვიზი: გამოიცანი, რა ღირს საკვები პროდუქტი
  3. რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი
  4. შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
  5. მილიონ დოლარად შეფასებული პიკასოს ნახატი სულ რაღაც $116-ად გაიყიდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ეკონომიკის სამინისტრო: აბასთუმანში ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო 16 აპრილიდან აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას ეხმაურება.…