თურქეთი: პოლიტიკური წმენდა ერდოღანის პარტიის შიგნით
ფოტო: AP
თურქეთის დედაქალაქის მერი, რომელსაც თანამდებობა 23 წლის მანძილზე ეკავა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მხრიდან ზეწოლის შემდეგ გადადგა. უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე ერდოღანმა ექვსი მერი გაათავისუფლა. ისინი მისი მმართველი " სამართლიანობის და განვითარების პარტიის", AKP-ის წევრები იყვნენ.
ამერიკის ხმის ცნობით, ანკარის მერი, მელიკ გოკჩეკი თურქეთის პრეზიდენტის ზეწოლას რამდენიმე კვირა უწევდა წინააღმდეგობას და თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო. საბოლოოდ, ერდოღანი გოკჩეკს საჯაროდ გადადგომაზე უარის თქმის შემთხვევაში "შედეგებით" დაემუქრა. თავის გამოსვლაში გოკჩეკმა აღნიშნა, რომ 23 წლიანი კარიერის შემდეგ, ის თავისი სურვილით არ ამბობდა უარს მერის პოსტზე:
"ჩემი გადადგომის მიზეზი არა ჩემი წარუმატებლობა, არამედ ერდოღანის მოთხოვნაა, მე ვემორჩილები ერდოღანის ბრძანებას და ვტოვებ პოსტს."
უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მმართველი AKP-ის პარტიის ექვსი მერი უკვე გადადგა თანამდებობიდან. მათ შორის სტამბოლის მერიც. აღნიშნული ცვლილებები უკავშირდება ერდოღანის სურვილს განაახლოს პარტია, აპრილის რეფერენდუმში ნაჩვენები არც თუ ისე წარმატებული შედეგის შემდეგ.
რეფერენდუმი, რომელიც პრეზიდენტის უფლებებს ზრდიდა, მომცრო უპირატესობით იქნა გატანილი. ქვეყნის უდიდესი ქალაქების მოსახლეობამ რეფერენდუმს მხარი არ დაუჭირა, მათ შორის რეფერენდუმს არ მიემხრო ანკარის და სტამბოლის მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვებით AKP ჯერ ისევ ლიდერობს, იზრდება გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა.
მიმომხილველი ატილა იესილადა, Global Source Partner-დან, ამბობს, რომ საპრეზიდენტო და საყოველთაო არჩევნების გათვალისწინებით, რომელიც 2019 წელს გაიმართება, ერდოღანმა იცის თუ როგორ უნდა იმოქმედოს:
"AKP-ის მხარდაჭერის დაკარგვა ნათელია. ერდოღანი ფიქრობს, რომ არაპოპულარული მერების და ადგილობრივი ადმინისტრატორების ცვლილებით, ვინც, მისი აზრით, დაკარგა სურვილი ხალხს ემსახუროს, მას სიტუაციის შეცვლა შეუძლია."
მერების შეცვლის პროცესმა ერდოღანს მისი ძალაუფლების წინაშე არსებული უპრეცენდენტო გამოწვევები აჩვენა. მერების გადადგომა, ერდოღანის მიერ მხოლოდ მრავალჯერადი მოთხოვნის შემდეგ მოხდა, რასაც პრეზიდენტი მიჩვეული არ არის. მისი ბრძანებები უმეტეს შემთხვევაში მალევე სრულდება.
თურქეთში არსებული საგანგებო მდგომარეობის მეშვეობით, ერდოღანს მიეცა არჩეული მერების შეცვლის შესაძლებლობა. ეს უფლება მან უკვე 80-ჯერ გამოიყენა ქურთული პარტიის წარმომადგენლების შესაცვლელად. ერდოღანის მიერ მისი ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლების შეცვლის პარალელურად, ქვეყნაში, ადგილობრივ დონეზე არჩეული დელეგატების და პარტიის წევრების წმენდა მიმდინარეობს.
იესილადა ამბობს, რომ საჭიროა სწორად შეფასდეს ერდოღანის ნაბიჯები და სტრატეგია:
"ამომრჩეველს არა ადგილობრივი ადმინისტრატორის თუ მერის ქმედებები განაწყობს მტრულად, არამედ ერდოღანის და მისი კაბინეტის პოლიტიკა. მაგრამ როგორც ჩანს, მას ეს არ ესმის. ამ წმენდას, მიუხედავად რანგისა და თანამდებობისა, უკმაყოფილება მოჰყვება, და ამ ადამიანებს არ ესმით, თუ რატომ უშვებენ მათ."
AKP-ს შიგნით უთანხმოების ზრდის შესახებ ბევრი ცნობა ვრცელდება. თუმცა ცოტა საუბრობს ამაზე ღიად. მიმომხილველები ამბობენ, რომ ერდოღანის გეგმამ, რომელიც მისი პარტიის განახლებაში მდგომარეობს საკუთარი მერების და არჩეული წარმომადგენლების გაწირვის ხარჯზე, შესაძლოა პრეზიდენტისთვის საპირისპირო შედეგი გამოიღოს. ამომრჩეველი უფრო და უფრო უკმაყოფილოა თურქეთის გაორმაგებული ინფლაციით, ვალუტის გაუფასურებით და უმუშევრობით.
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები