მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მიხეილ ყაველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
"საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეწყალებულთა შორის აღმოჩნდნენ "რუსული კანონისა" და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები, სულ 8 პირი.
შეწყალებულთა შორისაა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები 3 პირი:
მიხეილ ყაველაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 3 პირი – ავთანდილ თოფჩიშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი და სიმონ მახარაძე შეიწყალა.
თორნიკე მჭედლიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი;
ავთანდილ თოფჩიშვილმა და სიმონ მახარაძემ რამდენიმე თვის წინ საპროცესო შეთანხმებები გააფორმეს. მათ ერთწლიანი პატიმრობა და 3 წელი პირობითი ჰქონდათ მისჯილი.
- პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს
- ვინ არიან და რას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს?
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი:
მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ე.წ. რუსული კანონის დროს მიმდინარე აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა.
მას 2025 წლის 20 იანვარს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ბუბუტეიშვილს ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავებასა და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდნენ. 2026 წლის 8 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა
პროევროპული აქციების დროს დაკავებული 4 პირი:
ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული აქციების 4 მონაწილე — საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი შეიწყალა:
დავით ხომერიკი 2024 წლის 2 დეკემბერს ჯერ გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის დააკავეს, შემდეგ კი ზურგჩანთაში "მოლოტოვის კოქტეილები" უპოვეს. ის საბოლოდ ცეცხლის წაკიდების მომზადებაში დაადანაშაულეს და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს;
18 წლის სტუდენტ საბა ჯიქიას 2025 წლის 10 ივლისს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა;
დანიელ მუმლაძესა და გურამ ხუტაშვილს სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას ედავებოდნენ. მათ 2025 წლის 2 ივნისს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
- პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულ დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს 112-ის კამერების დაზიანებისთვის 3-3 წელი მიესაჯათ
- საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
- დავით ხომერიკს, აფეთქების მომზადების ბრალდებით, 4 წლითა და 6 თვის პატიმრობა მიესაჯა — საქმის დეტალები
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
კომენტარები