ვინ არიან და რას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს?
4 ოქტომბრის საქმე მოკლედ: 4 ოქტომბერს მოქალაქეებმა პარლამენტთან 16:00 საათიდან დაიწყეს შეკრება. მანამდე მოძრაობა რუსთაველის გამზირის წევრმა, პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებას დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
დაახლოებით 18:00 პაატა ბურჭულაძემ "4 ოქტომბრის დეკლარაცია" წაიკითხა და განაცხადა, რომ "ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს", "კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია" და "გარდამავალ პერიოდი" გამოაცხადა.
მოქალაქეებმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოს მესერი შეანგრიეს პროტესტანტების ნაწილმა, პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოს მესერი მოანგრიეს და რეზიდენციის ეზოში შესვლა სცადეს — ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის 6 მონაწილეს და 21 სამართალდამცავს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს:
- სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი — სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
- 225-ე მუხლის I ნაწილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა/ II ნაწილი — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;
- 317-ე მუხლით მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;
- 187-ე მუხლი — ნივთის დაზიანება ან განადგურება;
რამდენი პირია დაკავებული 4 ოქტომბრის საქმეზე?
4 ოქტომბერსვე დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომისიის წევრები: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
6 ოქტომბერს პოლიციამ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილე 13 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც "მიმალვაში არიან".
7 ოქტომბერს სსკ-ით 5 პირი დააკავა.
8 ოქტომბერს სსკ-ით 13 პირი დააკავეს.
ბოლო ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე 36 პირია დაკავებული.
რას ედავებიან დაკავებულებს?
36-ვე დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აქვთ წარდგენილი ბრალი. აქედან 6 პირს აღნიშნული მუხლის I ნაწილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. ხოლო ამ 6 პირიდან ნაწილს დამატებით 317-ე და 19-222-ე მუხლებით ედავებიან.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს 3 მუხლით წაუყენებს ბრალი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ლაშა ბერიძეს 2 მუხლით წაუყენებს ბრალი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის წარედგინა.
აღნიშნული დანაშაულები 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან ასევე ნანა სანდერს.
აღნიშნული ბრალდებები ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნანა სანდერი განსხვავებით დანარჩენი 5 პირისა (პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე) არ იმყოფებოდა აქციის სცენაზე და არ მიუმართავს საჯაროდ აქციის მონაწილეებისთვის. პროკურატურის განმარტებით, სანდერი "აქტიურად ახდენდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ორგანიზებას და ძალადობისკენ მოწოდებას, უზრუნველყოფდა დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე პირთა საჭირო ეკიპირებისა და აღჭურვილობის შესაძენად ფულადი სახსრების მობილიზებას, ასევე გასცემდა მითითებებს სამართალდამცავების წინააღმდეგ ეფექტურად დაპირისპირებისთვის საჭირო გარემოებებთან დაკავშირებით".
რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებას ედავებიან, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
222-ე მუხლი/ 225-ე მუხლის II ნაწილითაა აღძრული საქმე — ბექა მაჭავარიანის, ალექსანდრე გოგოლაძის, ევა შაშიაშვილის, გიორგი რურუას, ვახტანგ ფიცხელაურის, დავით სტურუას, მანუჩარ მიქელაძის, ალექსანდრე ხაბეიშვილის, კახაბერ მჟავანაძის, თორნიკე მჭედლიშვილის, აბო ნავერიანის, სერგო მეგრელიშვილის, დავით ჟღენტის, ვლადიმერ გველესიანის, ნიკა გვენცაძის, მამუკა ლაბუჩიძის, გოჩა ყატაშვილის, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძის, კონსტანტინე კოკაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილის და გიორგი კირვალიძის წინააღმდეგ.
225-ე მუხლის II ნაწილით — კობა ეპიტაშვილისა და საბა კორძაიას წინააღმდეგ.
სხვა დაკავებულების იდენტიფიკაციის შემთხვევაში სტატია განახლდება.
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები