თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა
6 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დღესაც მივიდა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე უპასუხო კითხვების ნაწილი პლაკატებით მიიტანა.
ბევრს სხვა კითხვასთან ერთად, გარდაცვლილი პროგრამისტის დედას აინტერესებს — ელექტროშიკით ვისგან უნდა დაეცვა თავი მის შვილს, რატომ ეძებდა პოლიტიკურ თავშესაფარს ნორვეგიაში? რატომ მისცა თამარის "მეგობარმა" დეა კაპანაძემ 5 სხვადასხვა ჩვენება? რატომ გახდა საჭირო მისგან ხუთჯერ ჩვენების აღება?
"1. თამარს ჰქონდა ელექტროშოკი, რატომ? ვისგან უნდა დაეცვა თავი?
2. რატომ ეძებდა პოლიტიკურ თავშესაფარს ნორვეგიაში?
3. რატომ წაშალა შსს-მ იმ სამსახურის კამერის ჩანაწერები, სადაც მუშაობის დასაწყებად მივიდა კომპანია "ზეგი"-დან წამოსვლის შემდეგ?
4. რატომ ჩამოაშორეს საქმეს დამოუკიდებელი ექსპერტი გალინა კარმუშინა?
5. რატომ გადაჭრეს საკალმახე "ადმირალის" კამერების კაბელები? (იმიტომ ხომ არა, რომ არ აწყობდათ იქ დაფიქსირებული თამარის მანქანა? რადგან მისთვის ჩაგდებული ლოკაცია, სადაც წავიდა, იყო სწორედ საკალმახე).
6. რატომ მისცა თამარის "მეგობარმა" დეა კაპანაძემ 5 სხვადასხვა ჩვენება? რატომ გახდა საჭირო მისგან ხუთჯერ ჩვენების აღება?
7. რატომ უთხრა თამარის მამას პოლიციელმა ლადო ბაჭულაშვილმა: "შენი გოგო დიდ შარშიაო?!"
8. რატომ დაიბარა ციხეში სუსის ყოფილმა აგენტმა ივანე გელაშვილმა ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და რატომ უთხრა: "პირადად მე გადავცემდი ფლეშკებს თამარ ბაჩალიაშვილსო"?
9. რატომ შეუქმნეს პრობლემები პროგრამისტ გიორგი ლუბარეცს, რომელმაც უბრალოდ დასერჩა ვილა ალგეთი??
10. რაღა მაინცდამაინც მანქანაში დატოვა წერილი თამუნამ და არა სახლში (სამ სიტყვიანი წერილი, რომელიც მის კალიგრაფიას არ ჰგავს)?
11. რატომ არ თქვა ფსიქოლოგმა ქეთევან კობალაძემ, ვისთანაც ბოლოს დადიოდა თამარი, რომ სუიციდისადმი ჰქონდა მიდრეკილება? ტესტიც კია რ ჩაატარა.
12. თამარს ბრიტანული ინგლისურის გამოცდის ჩაბარება უნდოდა კარიერის გასაგრძელებლად, არსებობს საქმეში ამის მტკიცებულება. ამ და სხვა გეგმების მქონე გოგო თავს მოიკლავდა?
13. ვინ იყო ოჯახისთვის უცნობი ქალი, რომელიც პანაშვიდზე მოვიდა ღამის 11 საათზე და თამარს და დედამისს ბოდიშებს უხდიდა?
14. სად იდგა თამარის მანქანა 4 დღის განმავლობაში 18 ივლისიდან 22 ივლისამდე??
15. რატომ არაა საქმეში სრულყოფილი ინფორმაცია მთელი კომუნიკაციის შესახებ? სმს-მიმოწერები, ფეისბუქის მიმოწერა, რატომ შეიცვალა სასამართლოს განჩინება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ახალი განჩინებით, სადაც მხოლოდ IP მისამართების მოთხოვნაზე იყო საუბარი და არა მთელ კომუნიკაციაზე შინაარსობრივი ნაწილის ჩათვლით?
16. რატომ არ ემთხვევა თამარის შეძენილი და მის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტები ერთმანეთს?
17. რატომ დაალუქინეს გამომძიებელ სერგო შუბითიძეს განმეორებით უკვე დალუქული ტელეფონი?
18. რატომ მოხდა გამომძიებელ სერგო შუბითიძეზე და მის ოჯახზე ზეწოლა? რატომ დააკავეს ის და შემდეგ რატომ გააქციეს ქვეყნიდან?
19. რატომ ჩაუგდეს ჟურნალისტ ელისო კილაძეს ვილა-ალგეთის საკადასტრო კოდი?
20. რატომ გვითხრა გიორგი ღარიბაშვილმა (ვილა- ალგეთის მეპატრონემ) ?თქვენი შვილი მოკლესო?
21. რატომ გარდაიცვალა გიორგი ღარიბაშვილი გაურკვეველ სიტუაციაში, მასთან პირველი და უკანასკნელი გასაუბრებიდან რამოდენიმე თვეში?
22. რატომ არ უბრუნებენ თამარის (ნაჩუქარ) კომპიუტერს ოჯახს, რა იმალება მის კომპიუტერში?", — წერს თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები 19 აგვისტოს პროკურატურაში მივიდნენ და განცხადება შეიტანეს მათი შვილის საქმეზე ხელახალ გამოძიების დაწყების მოთხოვნით. პროკურატურამ საქმის ხელახალ გამოძიებაზე უარი განაცხადა. უწყების განცხადებით, მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს, რომ ადგილი არ ჰქონია დანაშაულს და პროგრამისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მშობლები უწყების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ბრძოლასა და საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. 23 წლის პროგრამისტის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, ყოველ ორშაბათს 11:00 საათზე პროკურატურაში აქცია დააანონსა.
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები