ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე 6 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა, სადაც ოჯახის წევრები მათ შვილის საქმეზე გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვენ.
ეკა კუპატაძე ამბობს, რომ "გიგა ავალიანის დაოსებული დედა იქნება მათ გვერდით" და საზოგადოებას მოუწოდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გვერდით დაუდგნენ. "ბევრი შეუძლია ხალხის ძალას" — ამბობს ეკა კუპატაძე.
"სულ რამდენიმე წუთის წინ გავეგე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს ჩემგან მხარდაჭერა სჭირდებოდათ და, რა თქმა უნდა, უყოყმანოდ მოვაშურე მათ. მე მინდა იცოდნენ, რომ გიგა ავალიანის დაოსებული დედა იქნება მათ გვერდით. აი, ერთი ადამიანი რომ ჭირდებოდეთ, ის ერთი ადამიანი მე ვიქნები მათ გვერდით.
საზოგადოების თანადგომას ძალიან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი შეუძლია ხალხის ძალას და ყველა უნდა გამოძებნოს დრო, თუკი ამ ხალხს ჩვენი გვერდით დადგომა ჭირდება, უნდა დავუდგეთ. ჩვენ არ დაგვიზრდია კარგი გიგა, თამარი, კარგი ნიკო და ასე შემდეგ, არ ჩამოვთვლი ბავშვებს, არ მინდა რომელიმე გამოგრჩეს, იმისთვის, რომ მერე სადისტებმა მიწის ქვეშ ამოგვიფინოს.
აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა სავარაუდო დამნაშავე და ყველა უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე. ახლა მე გავესაუბრე თამარის მშობლებს და მითხრეს, რომ თვითმკვლელობით დაიხურა საქმე.
თვითმკვლელობამდე მიყვანა ხომ დასჯადია? ვინ და რამ აიძულა ეს ტვინით გამოტენილი და მომავლის იმედით მცხოვრები გოგონა თვითმკვლელობამდე რომ მისულიყო? თუკი მართლა ასე მოხდა, რა ჯოჯოხეთი ჰქონდა მას სიცოცხლის ბოლო დღეებში, ბოლო წუთებში?", — ამბობს ეკა კუპატაძე და იმედს გამოთქვამს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მსგავსად პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესაც ბოლომდე მიიყვანს და დამნაშავეები დაისჯებიან.
"მე ასე მგონია მაინც, რომ გულმოდგინედ თუ ჩაუჯდება პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს, ვფიქრობ, რომ არაფერი არ დარჩება გამოუძიებელი.
მე ამას ვამბობ არა ზედაპირულად, არამედ ღრმად საქმეში ჩახედულად. მე ვიცი საიდან რა ამოქექა პროკურატურამ და როგორ გამოიძიეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე — სრულყოფილად, მართლა საფუძვლიანად და სრულყოფილად. დარწმუნებული ვარ, ასე დაუდგებიან გვერდით თამარის მშობლებსაც და მაქსიმუმს გააკეთებენ აქაც", — განაცხადა ეკა კუპატაძემ.
დღეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები პროკურატურაში მივიდნენ და განცხადება შეიტანეს მათი შვილის საქმეზე ხელახლა გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
"შევიტანე განცხადება, რომ თავიდან დაიწყოს გამოძიება, იმიტომ, რომ თავიდანვე არასწორად იყო წარმართული. გამოძიება კი არ იყო, უბრალოდ იყო ჩაფარცხვა. რაც კი რამე არგუმენტები და ფაქტები იყო, ყველაფერი ჩაფარცხეს და გაანეიტრალეს. […] თუ არ გამოიძიებენ, ეს უკვე პირდაპირი მინიშნება იქნება იმისა, რომ თვითონ არიან ყველაფრის გამყალბებლებიც და ჩამდენებიც", – ამბობს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა თეონა თამაზაშვილი და ამატებს, რომ მისი შვილის სიკვდილის მიზეზი "კომპრომატები" იყო.
"კეთილი ინებონ და გამოიძიონ, რომ თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა. კომპრომატების გამო არ არის დღეს ჩემი შვილი ჩემთან.
გრიგოლ ლილუაშვილს პირდაპირი კავშირი აქვს, იმიტომ, რომ მაგას რომ ვადებდით ხელს და ჯერ კიდევ არ იყო მაგის ბრალეულობა გამოკვეთილი, "მე არ მომიკლავს თამარ ბაჩალიაშვილიო". იმაზე გააკეთა მინიშნება, რომ ჩემი დაკვეთით არ მომხდარა და სხვისი დაკვეთით მოხდაო. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ქოლცენტრი, რომელსაც გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა. ღარიბაშვილის ის (ბრალია) რომ მისი ნათესავის ვილაში მოხდა მკვლელობა", – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები