ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

30 Jun. 2026, 15:41

"გახარიას ადგილზე და მისის პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი. ემანდ სხვანაირი არ დადგეს მერე [საქმე], იმიტომ, რომ მართლაც ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო, ეს ერთი. და მეორე, პარლამენტებში, ზოგადად, ცუდია, მაგრამ ეს ხდება. საქართველოს პარლამენტში კი არა, ევროპის პარლამენტებშიც, არაევროპის პარლამენტებშიც, უფრო განვითარებული სახელმწიფოების პარლამენტებში არის ეს ცემა-ტყეპა და ემოციები, კი ბატონო. ლამაზია? არ არის ლამაზი. მისაღებია? არ არის მისაღები, მაგრამ ის, როდესაც შენ შეურაცხყოფას გაყენებს ადამიანი, იქ ხდება, ხო? ვინმემ თუ აქ რაღაც გამოძიება დაიწყო, არა მგონია სახარბიელო დასკვნებით და ანალიზით დამთავრდეს ეს ამბავი, იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ იყო ამის, ასე ვთქვათ, ინიციატორი, ვინ წამოიწყო შეურაცხყოფები და მერე ვინ როგორ გააგრძელა, რანაირად. კიდევ ერთხელ, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს არ არ მომხდარიყო, თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ესენი".

"ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასა და პარტია "საქართველოსთვის" წევრების მიერ გამოძიების დაწყების მოთხოვნას გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  3. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  4. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  5. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ. ამის შესახებ სოციალრ ქსელში საჯარო ბიბლიოთეკის…