საია: სახელმწიფო ვალდებულია ელენე ხოშტარიას ადეკვატური მკურნალობა და სამოქალაქო კლინიკაში დროული გადაყვანა უზრუნველყოს
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პატიმრისთვის ადეკვატურ მკურნალობაზე უარის თქმა ან მისი არაჯეროვანი გაწევა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) დარღვევას გამოიწვევს.
საია-ს განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სისხლის სამართლის საქმე მართლმსაჯულების პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოყენების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიას თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 2026 წლის მარტში.
ორგანიზაცია მიუთითებს მედიისა და დაცვის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც საპატიმროში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
საია ასევე აღნიშნავს, რომ ადვოკატების მიერ კონსულტირებული თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე ხოშტარიას ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი, მათ შორის გადაადგილების უნარის სრული დაკარგვა ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეკომენდაციები პენიტენციურ დაწესებულებას 2 თვის წინ მიაწოდეს, პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ.
25 ივნისს ხოშტარია მედიცინის დოქტორმა მაკა იოსელიანმა მოინახულა, რომელმაც განაცხადა, რომ ძლიერი ტკივილის გამო პაციენტის ბოლომდე გასინჯვა ვერ მოხერხდა და საჭიროა კვლევების მულტიპროფილურ კლინიკაში ჩატარება.
საია ასევე წერს, რომ ექიმის ვიზიტამდე, პარტია დროას წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახური ხელოვნურად აჭიანურებდა მკურნალი ექიმის დაშვებას.
ამავდროულად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ 27 ივნისს განაცხადა, რომ 29 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში ექიმი მოინახულებს, რის შემდეგაც მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები გადაწყდება.
საია ხაზს უსვამს სამედიცინო მომსახურების ეკვივალენტურობის პრინციპს — სახელმწიფო პენიტენციური სისტემა ვალდებულია პატიმარს უზრუნველყოფდეს ზუსტად იმავე ხარისხის სამედიცინო სერვისებით, რაც გარანტირებულია ნებისმიერი თავისუფალი მოქალაქისთვის სამოქალაქო სექტორში. საქართველოს პენიტენციური კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, თუ მკურნალობა დაწესებულებაში შეუძლებელია, პატიმარი უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
იურიდიული ორგანიზაცია ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
"ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მძიმე დაავადებების დროს მკურნალობის გაჭიანურება და პატიმრის დატოვება ისეთ პირობებში, სადაც მას ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სხეულის ფუნქციების შეუქცევადი დაზიანება ემუქრება, უთანაბრდება კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას
ამრიგად, როდესაც დაწესებულების შიდა სამედიცინო რესურსი შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს პაციენტის სპეციფიკურ საჭიროებებს, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს პირის დროული გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში და მისი ადეკვატური მკურნალობა, განსაკუთრებით, იმ გამწვავებული ვითარების ფონზე, როდესაც ელენე ხოშტარია არის პოლიტიკური პატიმარი, რომლის მიმართაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით იქნა გამოყენებული მართლმსაჯულების ინსტრუმენტები", — ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
საიას განცხადება ვრცლად იხილეთ აქ.
- ლანა ღოღობერიძე: ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანა და ეს საკამათო და საფიქრალია
- ქეთევან ბაკარაძე: მესამე დღეა, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დუმს პარლამენტში, მომხდარ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე
- კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია
- მნიშვნელოვანია, ჩატარდეს კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში — ექიმმა მაკა იოსელიანმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბრიფინგზე ისაუბრა
- ეკა ბესელია: "ბოლოს რომ ვნახე ელენე ხოშტარია, არც ხელჯოხით გადაადგილდებოდა და არც სიარული უჭირდა, ახლა ხელჯოხი სჭირდება"
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
კომენტარები