რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას და საბჭოთა პერიოდის ბავშვთა შრომითი ბანაკების აღდგენას განიხილავს, რათა უკრაინაში ომით გამოწვეული სამუშაო ძალის დეფიციტი შეამსუბუქოს — ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
ინიციატივა მოსკოვის ბავშვთა ომბუდსმენს ეკუთვნის. მისი აზრით, "თითქმის ყველა მოზარდს ზაფხულში დასაქმება სურს". ოლგა იაროსლავსკაიას განცხადებით, შრომითი ბანაკები მოზარდებს "სამუშაოს და დღის რეჟიმს" შესთავაზებს, განსაკუთრებით მათ, ვისი მშობლებიც შვილებისთვის სამთვიანი არდადეგების მოწყობას ვერ ახერხებენ.
"როდესაც 12 წლისა და უფროსი ასაკის მოზარდებს ვესაუბრებით, თითქმის ყველა ამბობს, რომ ზაფხულში მუშაობა სურს," — განაცხადა იაროსლავსკაიამ ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ პრესკონფერენციაზე და საბჭოთა ახალგაზრდულ ბანაკში მუშაობის საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.
"მეშვიდე კლასში პომიდვრის ნაკვეთებში სარეველების მოსაცილებლად წაგვიყვანეს. 40-გრადუსიან სიცხეში მინდვრების შუაგულში მდებარე ბარაკებში ვცხოვრობდით. გადავრჩით და მეტიც, სახლში 120 რუბლი მივიტანე," — განაცხადა ომბუდსმენმა.
რუსეთის მოქმედი შრომითი კანონმდებლობით, ბავშვებს 14 წლიდან შეუძლიათ მუშაობა მშობლების წერილობითი თანხმობით, ხოლო 15 წლიდან შრომითი ხელშეკრულების დამოუკიდებლად გაფორმების უფლებაც აქვთ.
ეკონომისტების შეფასებით, რუსეთში სამუშაო ძალის დეფიციტი იმდენად მწვავეა, რომ დასუსტებულ ეკონომიკაზე ცუდ გავლენას იქონიებს. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინი უმუშევრობის ისტორიულად დაბალი, 2%-იანი მაჩვენებლით ამაყობს, მუშახელის შემცირებამ დამსაქმებლები აიძულა, თანამშრომლების მოსაზიდად ხელფასები გაეზარდათ, რაც მომხმარებლებისთვის ფასების ზრდასა და ბიზნესებისთვის მოგების შემცირებას იწვევს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ნახევარ განაკვეთზე მუშაობა ერთადერთი საქმე არ იქნება, რითაც რუსი ბავშვები ზაფხულის არდადეგებზე დაკავდებიან. მოსკოვის განათლების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულო საზაფხულო საკითხავი ლიტერატურის სია გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენიმე ისეთი ტექსტიც მოხვდა, რომლებიც უკრაინაში ომსა და იქ მყოფ რუს სამხედროებს ადიდებს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის არმია რეკორდული ტემპით კარგავს სამხედრო პერსონალს.
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები