4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
4 ოქტომბრის საქმეზე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს. საპროცესო შეთანხმება 3-წლიან პირობით მსჯავრს გულისხმობს. როკურატურის ცნობით, სხვა ბრალდებულების მსგავსად ამ რვამაც "აღიარა და მოინანია დანაშაული". იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას, ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდებიან.
საპროცესო შეთანხმებას გააფორმებენ ალექსანდრე გოგოლაძე, სულხან აბრალავა, ევა შაშიაშვილი, გოჩა ყატაშვილი, დავით ღურწკაია, ჯანდრი თირქიამ რამაზ ჯორბენაძე და
გენადი კელიხაშვილი.
ცნობისთვის, 2025 წლის 31 დეკემბერს ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი შეეცვალა და რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულება დატოვა.
"პროკურატურის პოზიცია ასეთია — ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მოგვმართავს განცხადებით, რომ მას გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ჩვენ მზად ვართ, მასთან ვიმსჯელოთ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. იმ დარჩენილმა შვიდმა პირმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თავს არ ცნობენ დამნაშავედ, შესაბამისად, მათთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესოს თაობაზე, თუმცა თუ შეიცვლიან პოზიციას, აღიარებენ ბრალს, თავს ცნობენ დამნაშავედ მთლიან ბრალდებაში… რა თქმა უნდა, მზად ვართ, მათთანაც განვიხილოთ შეთანხმების საკითხი," — განაცხადა საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ. (წყარო "პუბლიკა")
15-პირიან საქმეზე საპროცესო შეთანხმებაზე 7 ბრალდებული საპროცესო შეთანხმების პირობებს არ ეთანხმება, ესენი არიან — დავით ჟღენტი, ზაქრო ალბუთაშვილი, კახაბერ მჟავანაძე, დავით სტურუა, გოგი ჩახუნაშვილი და ია დარახველიძე.
2025 წლის 11 ოქტომბერს სასამართლომ ია დარახველიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომლის გადახდის შემდეგ მან იზოლატორი დატოვა. პროკურატურა დარახველიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. მოგვიანებით სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ დარახველიძეს ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა იზოლატორში. ის ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს.
დავით ჟღენტის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, ჟღენტისთვის მიუღებელია აღიაროს ის დანაშაული, რაც არ ჩაუდენია.
"მე არ მინდა, რამე ვთქვა ბრალდებულებზე, ვინც პოზიცია დააფიქსირეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიმაჩნია, რომ არც ერთ მათგანზე არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, თუმცა დავითის შინაგანი მე, მისი პრინციპული პოზიცია კარნახობდა, რომ იგი ვერანაირად ვერ აღიარებდა იმას, რაც არ ჩაუდენია," — განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ამას გარდა, 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს. ბრალდებულები საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთანავე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
კომენტარები