დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, კიევში ვიზიტისას რუსეთის მზარდ დანაკარგებზე ისაუბრა და რუს ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს მიმართა.
რუტემ ახალგაზრდება მოუწოდა, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ომში წავლენ კრემლის პროპაგანდის მსხვერპლი რომ არ აღმოჩნდნენ.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინა აგრძელებს მტკიცედ დგომას, ნერგავს ინოვაციებს და აღწევს წარმატებებს ბრძოლის ველზე, რუსეთი სულ უფრო სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვარდება.
ალიანსის ხელმძღვანელმა რუსეთის დანაკარგების შესახებ NATO-ს მონაცემები გაასაჯაროვა, რასაც "აბსოლუტურად შოკისმომგვრელი" უწოდა:
"რუსეთის დანაკარგები კოლოსალურია — თვეში 30 000-ზე მეტი ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ერთ თვეში იმაზე მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე საბჭოთა კავშირმა 1980-იან წლებში, ავღანეთის 10-წლიანი ომის განმავლობაში, დაკარგა", — განაცხადა რუტემ.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა თავისი გამოსვლა იმისთვის გამოიყენა, რომ პირდაპირ მიემართა იმ რუსებისთვის, რომლებსაც ფრონტზე გაწვევა ან წასვლა ემუქრებათ:
"თქვენნაირი კაცები, რომლებიც ამ ბრძოლას უერთდებიან, წვრთნას არ გადიან. აღჭურვილობა, რომელსაც გადმოგცემენ, უხარისხოა. ძალზე დიდია შანსი იმისა, რომ იქ მოკვდეთ ან დაიჭრათ. და თუ დაიჭრებით, დიდი ალბათობით, ტალახში მიგატოვებენ სატანჯველად და დასაღუპად. ასე რომ, როდესაც ათობით ათას რუსულ მსხვერპლზე ვსაუბრობთ, ეს აბსტრაქცია არ არის, მათ შორის, სავარაუდოდ, თქვენ იქნებით", — განაცხადა რუტემ.
მარკ რუტე კიევში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან ერთად ჩავიდა, რომლებიც NATO-ს 32-ვე წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ. გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, უკვე მიწვეულია NATO-ს ლიდერთა სამიტზე, რომელიც ანკარაში გაიმართება.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები