"შენ გიჟი ხარ" — ტრამპი ნეთანიაჰუს ლიბანის საკითხზე სატელეფონო საუბრისას დაუპირისპირდა
ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა და მესამე წყარომ, რომელიც სატელეფონო საუბრის დეტალებს ფლობს, Axios-ს განუცხადეს, რომ ორშაბათს გამართული საუბრისას, პრეზიდენტმა ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანში ესკალაციის გამო უცენზურო სიტყვებით გააკრიტიკა.
Axios წერს, რომ მანამდე, ირანი ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებული ქმედებების გამო, აშშ-სთან მოლაპარაკებებს შეწყვეტით დაიმუქრა. წყაროების ცნობით, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა ნეთანიაჰუს "გიჟი" უწოდა და უმადურობაში დაადანაშაულა. მან ასევე შეაჩერა ისრაელის გეგმა ბეირუთზე დარტყმის შესახებ.
Axios-ის ცნობით, აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ტრამპმა ნეთანიაჰუს ლიბანის დედაქალაქის დაბომბვის მუქარის შესრულება ისრაელს მსოფლიოში კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს.
ორი წყაროს ცნობით, ტრამპმა აღნიშნა, რომ ის ნეთანიაჰუს ციხეში მოხვედრისგან გადარჩენაში დაეხმარა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირის თქმით ტრამპმა ნეთანიაჰუს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "შენ, გიჟი ხარ. ჩემ გარეშე ციხეში იქნებოდი. შენს ტ***ს მე ვიცავ. ახლა ყველას სძულხარ. ამის გამო ყველას სძულს ისრაელი".
სატელეფონო საუბრის საქმის კურსში მყოფმა მეორე წყარომ თქვა, რომ ტრამპი "გაცოფებული" იყო და ერთ მომენტში ნეთანიაჰუს დაუყვირა: "რა ჯანდაბას აკეთებ?"
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ტრამპმა იცოდა, რომ ჰეზბოლა ისრაელის მიმართულებით ისროდა და ისრაელს თავი უნდა დაეცვა, თუმცა ბოლო დღეებში იგრძნო, რომ ნეთანიაჰუ არაპროპორციულ ესკალაციას ახდენდა.
Axios-ის ცნობით, ბეირუთზე მუქარის გარდა, ისრაელი სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციას აფართოებს.
აშშ-ის კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ტრამპი შეშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ ისრაელმა ლიბანში ამდენი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, და ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ ისრაელელები მთელ შენობებს ანგრევდნენ ჰეზბოლას მხოლოდ ერთი მეთაურის გასანადგურებლად.
ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Axios-ს განუცხადა, რომ ისრაელი აღარ გეგმავს ბეირუთში ჰეზბოლას სამიზნეებზე დარტყმას.
-
4 მონაწილე, 4 მედალი — საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე 4 მონაწილე, 4 მედალი — საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე
-
როგორ იქმნება მცირე ბიზნესის ჯაჭვი — ინიციატივა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს როგორ იქმნება მცირე ბიზნესის ჯაჭვი — ინიციატივა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს
-
ირანელ მომღერალს, ჰიჯაბის გარეშე სიმღერის გამო, 74 როზგი მიუსაჯეს ირანელ მომღერალს, ჰიჯაბის გარეშე სიმღერის გამო, 74 როზგი მიუსაჯეს
გადახედვა
-
ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკმაყოფილოა, რომ EU მზადაა, სირიასთან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკმაყოფილოა, რომ EU მზადაა, სირიასთან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს
გადახედვა
-
სარფსა და ფოთში იარაღისა და უკანონოდ შემოტანისთვის 2 პირი დააკავეს სარფსა და ფოთში იარაღისა და უკანონოდ შემოტანისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
Spider-Man: Brand New Day-ს ფინალური ტრეილერი გამოვიდა — ტომ ჰოლანდის თავგადასავალი იწყება Spider-Man: Brand New Day-ს ფინალური ტრეილერი გამოვიდა — ტომ ჰოლანდის თავგადასავალი იწყება
-
ბოლო 6 თვეში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 660 792 ლარი შევიდა ბოლო 6 თვეში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 660 792 ლარი შევიდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერმინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერმინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
Agarani Estate-ის ადვოკატი ადასტურებს, რომ გიორგი ჭიღლაძის გირაოს თანხას სასტუმრო გადაიხდის Agarani Estate-ის ადვოკატი ადასტურებს, რომ გიორგი ჭიღლაძის გირაოს თანხას სასტუმრო გადაიხდის
გადახედვა
-
ISFED: უზენაესმა სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან 2 თანამშრომელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო ISFED: უზენაესმა სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან 2 თანამშრომელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო
გადახედვა
-
ბაზისბანკი, Nasdaq Calypso-სა და ეროვნული ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, სახაზინო ინფრასტრუქტურის ისტორიულ ტრანსფორმაციას იწყებს ბაზისბანკი, Nasdaq Calypso-სა და ეროვნული ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, სახაზინო ინფრასტრუქტურის ისტორიულ ტრანსფორმაციას იწყებს
-
გომისმთაზე სამი სახლი დაიწვა | ვიდეო გომისმთაზე სამი სახლი დაიწვა | ვიდეო
გადახედვა
-
ბრინჯაოს ხანის "შამანი", რომელიც ადრე კაცი ეგონათ, სინამდვილეში ქალი აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის "შამანი", რომელიც ადრე კაცი ეგონათ, სინამდვილეში ქალი აღმოჩნდა
გადახედვა
-
დაბადებიდან უსინათლო ადამიანებში შიზოფრენიის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა — რატომ? დაბადებიდან უსინათლო ადამიანებში შიზოფრენიის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა — რატომ?
გადახედვა
-
9 არაჩვეულებრივი ფაქტი ზვიგენის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, არ იცოდით 9 არაჩვეულებრივი ფაქტი ზვიგენის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, არ იცოდით
გადახედვა
-
ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, დინოზავრების გადაშენებაზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, დინოზავრების გადაშენებაზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს
გადახედვა
-
ოკეანის ფსკერზე ოქროს რეკორდული კონცენტრაცია აღმოაჩინეს ოკეანის ფსკერზე ოქროს რეკორდული კონცენტრაცია აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის ხორცი ამოიღო საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის ხორცი ამოიღო
გადახედვა
-
გონივრული არჩევანი თუ ახალი აკვიატება — როგორ შეცვალა აპლიკაციებმა ჩვენი კვება გონივრული არჩევანი თუ ახალი აკვიატება — როგორ შეცვალა აპლიკაციებმა ჩვენი კვება
გადახედვა
-
Galaxy Unpacked 2026 — დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება Galaxy Unpacked 2026 — დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
-
ტესტი: გამოიცანი, რას ჭამს სხვადასხვა ცხოველი — ბალახს თუ ხორცს? ტესტი: გამოიცანი, რას ჭამს სხვადასხვა ცხოველი — ბალახს თუ ხორცს?
კომენტარები