ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი კლინიკაში შეყვანიდან ერთი კვირაში კომაში ჩავარდა
29 წლის მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ კლინიკაში შეყვანიდან ერთი კვირის შემდეგ პაციენტი კომაში ჩავარდა და ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია. 14 მაისს ტატუნაშვილი, შიმშილობის შედეგად განვითარებული ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პენიტენციური დაწესებულებიდან "ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანეს.
პატიმარი 60 დღეზე მეტია შიმშილობს — მისი მთავარი მოთხოვნა ბათუმის ციხის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან თბილისის ნებისმიერ პენიტენციურ განყოფილებაში გადაყვანაა.
ახალგაზრდა კაცის ოჯახის წევრები ტვ პირველთან საუბრისას ამბობენ, რომ ტატუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკის პერსონალი მათ ინფორმაციას არ აწვდის და არასწორად მკურნალობდნენ.
"ვითხოვთ, გაგვარკვიონ, ცოცხალია თუ არა. რომ შემოიყვანეს, ყოველდღე აქ ვართ. ექიმს ვთხოვე, სახელი და გვარი ვუთხარი და ვთხოვე მისი ნახვა. როცა ექიმმა სახელი და გვარი გაიგო, ვერ იცნო ჩემი შვილი. რეაგირება არ ჰქონდა. გამოვიდა და მითხრა, გაბუტულია, არ მელაპარაკებაო, ახლა ასეთი პროტესტის ფორმა აქვსო. რას ნიშნავს ეს? (დიახ, ეს არის თამარ დავარაშვილი). უნდა გადაემოწმებინათ, ტვინში რა ხდება. ამათმა გამოკვლევები კი არ ჩაუტარეს, ანალიზებში რომ ჩაიხედოთ, იფიქრებთ, რომ ჯანმრთელია. არ ეკითხებიან ნოდარს არაფერს. შეჰყავთ 5%-იანი გლუკოზა. ქალბატონი თამარ დავარაშვილი მორიგეობას 5 საათზე ამთავრებს, მიდის და დაახლოებით 3–4 საათში პაციენტს ისეთი წნევა აქვს, რომ რეანიმაციაში უნდა გადაიყვანონ. გუშინდელი მონაცემებით, ძალიან მძიმედაა. გვითხრეს, რომ ღვიძლმა დაიწყო ორგანიზმის დაზიანება და ტვინში მძიმე მდგომარეობაა. ძალიან მძიმედაა," — ამბობს პატიმრის და "ტვ პირველთან" საუბრისას
დღეს, 1-ელ ივნისს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ტატუნაშვილი კლინიკაშიც შესაბამის მკურნალობაზე უარს აცხადებდა.
"მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილს განსაზღვრული ჰქონდა საშიშროების მაღალი რისკი და სასჯელს იხდიდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში.
მსჯავრდებულმა ნოდარ ტატუნაშვილმა 2026 წლის 1-ელი აპრილიდან დაიწყო შიმშილობა, უარს აცხადებდა საკვების მიღებაზე და იღებდა მხოლოდ სითხეს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ პაციენტი გონებაზე იმყოფება, თავად განსაზღვრავს როგორც საკვების მიღების, ისე მკურნალობის ჩატარების საკითხს. მსჯავრდებული უარს აცხადებდა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე და ვიტალური პარამეტრების კონტროლზე. აპრილში მას შესთავაზეს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, რაზეც უარი განაცხადა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მას არაერთხელ შესთავაზა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა, რაზეც თავდაპირველად უარს აცხადებდა. საბოლოოდ, 2026 წლის 13 მაისს მსჯავრდებული დათანხმდა კლინიკაში გადაყვანას.
2026 წლის 14 მაისს ნოდარ ტატუნაშვილი შიმშილობის შედეგების მართვისა და სტაციონარული მეთვალყურეობის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის №3 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა "ვივამედში". მსჯავრდებული გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად და იყო კონტაქტური, თუმცა შიმშილობის გამო ფიზიკურად დასუსტებული. მიუხედავად არაერთგზის შეთავაზებისა, საკვების მიღებასა და სრულფასოვან მკურნალობაზე ნოდარ ტატუნაშვილი უარს აცხადებდა, რაც შესაბამისად შეუძლებელს ხდიდა ადეკვატური სამედიცინო მომსახურების სრულად მიწოდებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება; იგი იმყოფება მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ," — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები