გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ფოტო: ქართლის ამბები
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა მიიღო. პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
"ეს ჩვეულებრივი საქმე არაა, ბრალდებულები პოლიციის თანამშრომლები არიან. გარდა დაკავებულისა იქ სხვა პირებიც ფიგურირებენ, ისინი ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის კოლეგაა... მიმდინარეობს მათი დადგენის ღონისძიებები.
6 ბრალდებულიდან 4 საკუთარ ქმედებებზე უთითებს და იმასაც არასწორად, ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით... არათუ ითანამშრომლეს, არამედ არ ითანამშრომლეს, რომ ეთანამშრომლათ, სხვა პირებიც გამოკვეთილი იქნებოდა, ნუ ნაწილი გამოკვეთილია, ნაწილი გამოიკვეთება, ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან გამოძიების შეცდომაში შეყვანას..." — განაცხადა საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესზე. (წყარო "რადიო თავისუფლება")
ბრალდებულებიდან არც ერთი მათგანი არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს. დაკავებულთა ასაკი — 19-დან 35 წლამდეა
- ვლადიმერ გოდერძიშვილი დაბადებულია 2004 წელს;
- ვანიკო მისირელი — 2002 წელს;
- გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი — 1991 წელს;
- ალექსი ბადალოვი — 1990 წელს;
- ბესო მალაციძე — 1992 წელს;
- საბა წაველიძე — 2006 წელს.
პაპუნა ლოცულაშვილის ცემაში ბრალდებული პოლიციელის, საბა წაველიძის ადვოკატის, ზურა კაპანაძის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 19 წლისაა და "წინასწარი პატიმრობა უკიდურეს ღონისძიებას წარმოადგენს".
"მას არ აქვს ნასამართლობა, არ არის შემჩნეული სამართალდარღვევებში, ის ცხოვრობს ოჯახთან და აქვს სოციალური კავშირები, 19 წლის პირი წარმოადგენს რეაბილიტაციის მაღალი შესაძლებლობის ახალგაზრდას და არა პირს, რომლის იზოლაცია აუცილებელია... რა ფაქტი არსებობს, რომ ბრალდებული მიიმალება? გამოცხადდა საგამოძიებოში, მისცა გამოძიებას ჩვენება, ითანამშრომლა, მხოლოდ ბრალდების სიმძიმე ვერ გახდება მიმალვის რისკის ავტომატური საფუძველი...პროკურატურას არ წარმოუდგენია ფაქტები, რომ ბრალდებულს შეუძლია მოწმეებზე გავლენა მოახდინოს, დაუსაბუთებელია ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, არ აქვს კრიმინალური წარსული... არ არსებობს ინფორმაცია, რომ იგი დაკავშირებულია დანაშაულებრივ ჯგუფებთან... წინასწარი პატიმრობა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას," — განაცხადა ადვოკატმა (წყარო რადიო თავისუფლება)
27 მაისს, "ქართლის ამბებმა" გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობს ფიზიკურად 10-მდე სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცზე. აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო ძალადობით გადამეტების მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო. დაკავებულია 6 პოლიციელი.
- გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
- თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
- გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობა დამძიმდა და კლინიკაში გადაიყვანეს
- გორში 2 პირის ცემის ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავეს
- ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
- ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
- ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები