დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია მოხვდა
დიდი ბრიტანეთის ხაზინის სანქციების ოფისმა რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა. ოფიციალური გადაწყვეტილებით, სანქცირებულთა სიაში მოხვდა სამი კომპანია, რომლებიც საქართველოში არიან რეგისტრირებული.
ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად, სანქციები დაუწესდათ შემდეგ ქართულ იურიდიულ პირებს: Arvix LLC-ს (შპს არვიქს), Rapira Group LLC-სა (შპს რაპირა გრუპ) და Aifory LLC-ს (შპს ეიაიფორი). BMG წერს, რომ საქართველოს ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, დასახელებულ მესაკუთრეებს ქვეყანაში სხვა ბიზნესები არ ეკუთვნით.
შპს არვიქს (Arvix LLC): რეგისტრირებულია 2023 წლის 26 ოქტომბერს. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია თამაზ გარაევი.
შპს რაპირა გრუპ (Rapira Group LLC): რეგისტრირებულია 2022 წლის 9 ნოემბერს. ამჟამად კომპანია იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში (განაცხადი რეესტრში 13 მაისს დარეგისტრირდა), ხოლო მის მესაკუთრედ და ლიკვიდატორად მითითებულია ბრიტანეთის მოქალაქე ილიას აჰაევი.
შპს ეიაიფორი (Aifory LLC): რეგისტრირებულია 2023 წლის 23 ივნისს. მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელია მიხაელ გევორქიანი.
სანქციების გადაწყვეტილების თანახმად, ეს კომპანიები მართავენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს სანქციებისგან თავის არიდების მიზნით და დაკავშირებული არიან რუსულ კრიპტო გაცვლის ქსელ A7 network-თან.
"A7 ქსელი კრემლის მიერ მხარდაჭერილი სისტემაა, რომელიც შექმნილია დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის, სამხედრო შესყიდვების დასაფინანსებლად და ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხების საბრუნავად. ქსელი აცხადებს, რომ გასულ წელს 90 მილიარდ დოლარზე მეტის ბრუნვა ჰქონდა — რაც დაახლოებით რუსეთის წლიური სამხედრო ხარჯების ნახევარს შეადგენს", — ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
სანქციების ძირითადი ნაწილი კრიპტოვალუტების გაცვლის იმ რუსულ სისტემებს უკავშირდება, რომლებიც საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან ოპერირებდნენ. ახალი ზომები სულ 18 კომპანიასა და პირს შეეხო. დიდი ბრიტანეთის განცხადებით, ეს ჯგუფი იყენებს ყირგიზულ ბანკს, რომელიც ეჭვმიტანილია ქსელისთვის გადახდების ხელშეწყობაში, ასევე მსხვილ გლობალურ კრიპტოვალუტის ბირჟას, რომლითაც, სავარაუდოდ, 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი კრემლის სალაროში ჩაირიცხა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ ლონდონი არ დაუშვებს სანქციებისთვის გვერდის ავლას ჩრდილოვანი ფინანსური სისტემების გამოყენებით.
"ჩვენ ვპოულობთ და ვხურავთ ფინანსურ წყაროებს, რომლებიც ასაზრდოებს პუტინის სამხედრო მანქანას. უსაფრთხო თავშესაფარი არ იარსებებს მათთვის, ვინც ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას", — განაცხადა ივეტ კუპერმა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები