"ტეზერმა", საქართველოს მთავრობასთან ერთად, ლარის სტეიბლკოინი, GELt (ჯიელტი) წარადგინა
გლობალური კრიპტო-ინდუსტრიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კორპორაცია "ტეზერმა" (Tether) საქართველოს მთავრობასთან ერთად, ახალი ფინანსური ინსტრუმენტის პროექტი — ლარის სტეიბლკოინი, სახელწოდებით GELt (ჯიელტი) წარადგინა.
ახალი კრიპტოვალუტა მუდმივად შეინარჩუნებს ერთი ლარის ფასს და იქნება პოპულარული აშშ დოლარის სტეიბლკოინის (USDT) ანალოგი. პროექტის პრეზენტაციისთვის თბილისს სპეციალური ვიზიტით ეწვია Tether-ის დამფუძნებელი ჯანკარლო დევაზინიც.
Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად სცილდება ბიზნესინტერესების სფეროს.
"მოხარული ვარ, რომ დღეს ვმონაწილეობ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების გახსნაში. მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, რომ "ტეზერთან" თანამშრომლობის დაწყებით, ჩვენ ვდგამთ ახალი, ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკური განვითარების გზაზე.
კომპანია "ტეზერი" არის გლობალური ტექნოლოგიური ლიდერი, რომელიც ფლობს, დაახლოებით 200 მლრდ დოლარის აქტივებს და ოქროს რეზერვებს მართავს, დღეს ის არის ტრადიციულ და ციფრულ ეკონომიკებს შორის ძალიან მძლავრი ხიდი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ "ტეზერი" ახლა უკვე ხდება ჩვენი ეკონომიკური ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილიც.
ამ პარტნიორობის ყველაზე ამბიციური გამოხატულებაა კომპანიის გეგმა, გამოუშვას ქართული ლარის ციფრული ანალოგი — ჯიელტი (GELt). ასევე, მოხარულები ვართ, რომ კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით გვახარებს ინვესტიციები სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში, რაც ადასტურებს, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად სცილდება ბიზნესინტერესების სფეროს და მაქს აქვს ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე ორიენტაცია.
საქართველოში კომპანიის შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება. საქართველო არის სანდრო საიმედო პარტნიორი საერთაშორისო კომპანიებისთვის", — განაცხადა კობახიძემ.
კომპანიის განმარტებით, GELt იქნება ციფრული ლარი, რომელიც სრულად იქნება გამყარებული, ერთი-ერთზე ლარის რეზერვებით. მისი გამოყენება იქნება შესაძლებელი ბლოკჩეინ ტექნოლოგიით. GELt ინტეგრირებული იქნება კრიპტო საფულეებში, რაც მომხმარებლებს ტრანზაქციების განხორციელების, სხვა კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვისა და კაპიტალის უფრო ეფექტური მოძრაობის საშუალებას მისცემს.
ეკონომიკის მინსიტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში უკვე არსებობს ასეულობით დაფინანსებული სტარტაპი და მზარდი ტექნოლოგიური საზოგადოება. მისივე თქმით, Tether-ი თბილისს თავის მთავარ რეგიონულ საოპერაციო ბაზად იყენებს და აქტიურად აბანდებს კაპიტალს ადგილობრივ პროექტებსა და სასწავლო პლატფორმებში.
"ფინანსური სექტორის მოდერნიზაცია, fintech ინოვაციების მხარდაჭერა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ხედვა ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს რეგიონულ ტექნოლოგიურ და ფინანსურ ცენტრად. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოში ისეთი კომპანიების საქმიანობას, როგორიც Tether-ია, რომელიც აქტიურად აბანდებს კაპიტალს ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში — კერძოდ, ადგილობრივ სტარტაპებსა და სასწავლო პლატფორმებში. კომპანია თბილისს თავის მთავარ რეგიონულ საოპერაციო ბაზად იყენებს და საინვესტიციო რესურსს სტარტაპების დასაფინანსებლად მიმართავს" — განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
-
4 მონაწილე, 4 მედალი — საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე 4 მონაწილე, 4 მედალი — საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე
-
როგორ იქმნება მცირე ბიზნესის ჯაჭვი — ინიციატივა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს როგორ იქმნება მცირე ბიზნესის ჯაჭვი — ინიციატივა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს
-
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავეს | ვიდეო ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავეს | ვიდეო
გადახედვა
-
ირანელ მომღერალს, ჰიჯაბის გარეშე სიმღერის გამო, 74 როზგი მიუსაჯეს ირანელ მომღერალს, ჰიჯაბის გარეშე სიმღერის გამო, 74 როზგი მიუსაჯეს
გადახედვა
-
ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკმაყოფილოა, რომ EU მზადაა, სირიასთან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკმაყოფილოა, რომ EU მზადაა, სირიასთან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს
გადახედვა
-
სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო "ფორმულას" ჟურნალისტს, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო "ფორმულას" ჟურნალისტს, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ბოლო 6 თვეში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 660 792 ლარი შევიდა ბოლო 6 თვეში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 660 792 ლარი შევიდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერმინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერმინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
Spiegel: ანკარის NATO-ს სამიტამდე ოკუპირებული აფხაზეთიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული რაკეტა დაფიქსირდა Spiegel: ანკარის NATO-ს სამიტამდე ოკუპირებული აფხაზეთიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული რაკეტა დაფიქსირდა
გადახედვა
-
ISFED: უზენაესმა სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან 2 თანამშრომელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო ISFED: უზენაესმა სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან 2 თანამშრომელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო
გადახედვა
-
ბაზისბანკი, Nasdaq Calypso-სა და ეროვნული ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, სახაზინო ინფრასტრუქტურის ისტორიულ ტრანსფორმაციას იწყებს ბაზისბანკი, Nasdaq Calypso-სა და ეროვნული ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, სახაზინო ინფრასტრუქტურის ისტორიულ ტრანსფორმაციას იწყებს
-
გომისმთაზე სამი სახლი დაიწვა | ვიდეო გომისმთაზე სამი სახლი დაიწვა | ვიდეო
გადახედვა
-
ბრინჯაოს ხანის "შამანი", რომელიც ადრე კაცი ეგონათ, სინამდვილეში ქალი აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის "შამანი", რომელიც ადრე კაცი ეგონათ, სინამდვილეში ქალი აღმოჩნდა
გადახედვა
-
9 არაჩვეულებრივი ფაქტი ზვიგენის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, არ იცოდით 9 არაჩვეულებრივი ფაქტი ზვიგენის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, არ იცოდით
გადახედვა
-
ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, დინოზავრების გადაშენებაზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, დინოზავრების გადაშენებაზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს
გადახედვა
-
ოკეანის ფსკერზე ოქროს რეკორდული კონცენტრაცია აღმოაჩინეს ოკეანის ფსკერზე ოქროს რეკორდული კონცენტრაცია აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი: ტრამპის წერილის შემდეგ შეიძლება ოპოზიციას ძილი გაუქრა და დაეკარგა ლევან მახაშვილი: ტრამპის წერილის შემდეგ შეიძლება ოპოზიციას ძილი გაუქრა და დაეკარგა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის ხორცი ამოიღო საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის ხორცი ამოიღო
გადახედვა
-
გონივრული არჩევანი თუ ახალი აკვიატება — როგორ შეცვალა აპლიკაციებმა ჩვენი კვება გონივრული არჩევანი თუ ახალი აკვიატება — როგორ შეცვალა აპლიკაციებმა ჩვენი კვება
გადახედვა
-
Galaxy Unpacked 2026 — დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება Galaxy Unpacked 2026 — დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
-
ტესტი: გამოიცანი, რას ჭამს სხვადასხვა ცხოველი — ბალახს თუ ხორცს? ტესტი: გამოიცანი, რას ჭამს სხვადასხვა ცხოველი — ბალახს თუ ხორცს?
კომენტარები