პეტერ ფიშერი: "გერმანიას სურს, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უვიზო რეჟიმი, ესაა მთავარი გზავნილი"
საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა საქართველოში დიპლომატიური მისიის მიწურულს ბათუმელებთან ინტერვიუში საქართველოში განვლილ გზაზე და გამოწვევებზე ისაუბრა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მისი "40-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში საქართველო სხვა ქვეყნებისგან იმით განსხვავდება, რომ არც ერთი ქვეყანაში, სადაც უმუშავია, არ მომხდარა დემოკრატიული "უკუსვლა".
"საქართველოსთან ორი მთავარი განსხვავებაა: პირველი — არცერთი ის ქვეყანა, სადაც ვიყავი, არ გადასულა კარგი მდგომარეობიდან ცუდზე, ანუ იქ არ მომხდარა ე.წ. "უკუსვლა". ჩინეთი არ არის დემოკრატია, არც საამიროებია, სინგაპურს თავისი სისტემა აქვს — ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა, ჩვენ არ ვერევით ქვეყნების თვითმმართველობის ფორმაში, ჩვენ ვაპროტესტებთ უფლებების დარღვევას", — განაცხადა ელჩმა.
ფიშერის განცხადებით, საქართველოში მისი მოღვაწეობის წლები მმართველ პარტიასთან მეგობრულად დაიწყო, მოგვიანებით კი დაიძაბა. ფიშერი იხსენებს, თუ როგორ უხაროდათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ევროკავშირის სტატუსის მიღება.
"ყველაფრის კულმინაცია იყო 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე თავისუფლების მოედანზე მთავრობასთან ერთად ვიდექი სცენაზე, ისმოდა ევროკავშირის ჰიმნი, ყველა ზეიმობდა, ყველა ბედნიერი იყო. მახსოვს, ქართული ოცნების ლიდერები მხარზე ხელს მადებდნენ და მეუბნებოდნენ: "არის! კანდიდატის სტატუსი! მნიშვნელოვანი ნაბიჯია!"
2024 წლის დასაწყისში ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ დავინახეთ მტრული რიტორიკა დასავლეთის, ევროკავშირისა და გერმანიის წინააღმდეგ, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლების, მათ შორის ჩემ წინააღმდეგაც. დაიწყო ისეთი კანონების მიღება, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ დავინახეთ კონკრეტული ქმედებები, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების მიზანთან. ჩვენ ასევე დავინახეთ სამოქალაქო და ადამიანის უფლებების დარღვევები და დაშინების ზოგადი ატმოსფერო," — იხსენებს ფიშერი.
ფიშერმა შემდეგ ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერ შალვა პაპუაშვილთან კონფლიქტზეც ისაუბრა. მისი თქმით, არავის არ სჯერა იმ ბრალდების, რომ "გერმანიის ელჩს იმდენად დიდი გავლენა აქვს, რომ შეუძლია პირადი დღის წესრიგით იმოქმედოს საქართველოს წინააღმდეგ".
"ნუთუ ვინმეს სჯერა, გერმანიის ელჩს იმდენად დიდი გავლენა აქვს, რომ შეუძლია პირადი დღის წესრიგით იმოქმედოს საქართველოს წინააღმდეგ? ეს დაუჯერებელია და, რა თქმა უნდა, სიცრუეა. მე პროფესიონალი დიპლომატი ვარ. მე ვახმოვანებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის პოზიციას," — განაცხადა ფიშერმა.
ფიშერმა ასევე მმართველი პარტიის სხვა ნარატივებზეც ისაუბრა. მისთვის გაუგებარია მმართველი პარტია ვის გულისხმობს "დიფ სთეითად". შემდეგ ფიშერმა დასძინა, რომ "ქართული ოცნება ამ ნარატივს ავითარებს, ერთი ჩემნაირი, "ბებერი დიპლომატი" კი მათ ამ ნარატივის გასამყარებლად სჭირდებათ".
"მე 40 წელია გერმანიის მთავრობაში ვმუშაობ და არანაირი "დიფ სთეითი" არ მინახავს. ვინ არის ეს "დიფ სთეითი"? შეუძლიათ სახელი დაგვისახელონ? ან სახე გვაჩვენონ? როგორ შეიძლება ეს ჯგუფი ასე გავლენიანი იყოს აშშ-ში, მერე გადავიდეს ევროკავშირში, მერე დიდ ბრიტანეთში და მას ვერავინ ხედავდეს? ფაქტები სხვას ამბობს. ფაქტია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები არიან.
ჩვენ არ ვერევით შიდა საქმეებში და არ ვუწყობთ ხელს ძალადობას. თუმცა ქართული ოცნება ამ ნარატივს ავითარებს, ერთი ჩემნაირი, "ბებერი დიპლომატი" კი მათ ამ ნარატივის გასამყარებლად სჭირდებათ. ისინი იყენებენ ყველაფერს, რასაც იპოვიან და ამბობენ, რომ ეს მათი შეთქმულების თეორიის მტკიცებულებაა," — განაცხადა ფიშერმა.
ფიშერმა ისაუბრა მმართველი პარტიის მტკიცებაზე, თითქოს ევროკავშირი ქართველ მოსახლეობას უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრება. მისი განცხადებით, "გერმანიას სურს, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უვიზო რეჟიმი. ეს არის მთავარი გზავნილი".
"ესეც მცდარი ნარატივია. არცერთ ქართველს ჩემთვის არ უთქვამს, რომ უვიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს. ჩვენ გვინდა, რომ ქართველებმა იმოგზაურონ გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში უვიზოდ. ჩვენ საქართველოს მეგობრად და კანდიდატად მივიჩნევთ. მოგვწონს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სამი თვით ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყნებში ვიზის გარეშე, როგორც სტუმრები და გააღრმაონ ჩვენი ურთიერთობები. [...]
დღევანდელი მდგომარეობით, გერმანიას სურს, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უვიზო რეჟიმი. ეს არის მთავარი გზავნილი," — განაცხადა ფიშერმა.
ფიშერის განცხადებით, გერმანია საქართველოს 30 წელზე მეტია ფინანსურად მხარს უჭერს. ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) ფარგლებში საქართველომ გერმანიისგან 2 მილიარდი ევრო მიიღო — აქედან "ნაწილი არის გრანტი, შეღავათიანი სესხი, ტრენინგი და ა.შ. აშშ-სთან ერთად". ბათუმელებთან ინტერვიუში ელჩმა პრემიერ ღარიბაშვილის მადლობაც გაიხსენა: "მაშინდელმა პრემიერმა მითხრა: "თქვენ ჩვენი ყველაზე დიდი დამხმარე ხართ განვითარებაში, მადლობა გერმანიას".
"საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის დიდი ნაწილი გერმანული შეღავათიანი სესხებით დაფინანსდა – ხალხი ხან ამბობს, ეს ხომ სესხიაო, მაგრამ ეს ისეთი სესხია, რასაც ბანკში ვერ აიღებ, – ეს გერმანელი ხალხის საჩუქარია.
წყალმომარაგება – ბათუმის წყალი თითქმის მთლიანად გერმანიის დამსახურებაა.
ეროვნული პარკების სისტემა, ტყის დაცვის პროგრამა – გერმანისგანაა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
პროფესიული განათლება – ჩვენ უზარმაზარი ინვესტიცია ჩავდეთ ამაში. გერმანიამ დააფინანსა და დაწერა პროფესიული განათლების სახელმძღვანელო ქართველი მეღვინეებისთვის. ეს ხომ ძალიან დიდი ამბავია საქართველოსთვის – ის გერმანულია!" — იხსენებს ფიშერი.
ბოლოს ფიშერმა საქართველოს მომავალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მისი შემცვლელი ქალი იქნება, რომელიც "მასავით პროფესიონალია". შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი მისმა მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს და ის საქართველოსთვის 3 გზას ხედავს — გაწევრიანდეს ევროკავშირში, დარჩეს სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყნად ან მოკავშირის გარეშე.
"პირველი — გაწევრიანება ევროკავშირში. ამას მე "ოქროს მომავალს" ვუწოდებ. შეხედეთ სხვა წევრ ქვეყნებს — ყველას ძალიან პოზიტიური განვითარება ჰქონდა. ისინი თავს უფრო დაცულად გრძნობენ სამყაროში, სადაც "დიდი ძალების" პოლიტიკა დაბრუნებას ცდილობს და სადაც ზოგი ფიქრობს, რომ ძალისმიერი მეთოდები სჯობს კანონის უზენაესობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ — ყველა ევროპული ქვეყანა პატარაა, სწორედ ამიტომ გვაქვს ევროკავშირი, რომ ერთად უკეთ დავიცვათ ჩვენი ინტერესები.
მეორე გზა — შეგიძლიათ დარჩეთ პატარა ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში. ზოგი ამბობს "მეორე დუბაი" ან "მეორე შვეიცარია" ვიქნებითო — ამის მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ თუ ეს ხალხის არჩევანია, კი ბატონო. თუმცა, ასეთ შემთხვევაში იქნებით ქვეყანა ბაზრის ინტეგრაციის გარეშე. ეს ბიზნესისთვის ცუდია. და პოლიტიკური მოკავშირეების გარეშე — რაც უსაფრთხოებისთვისაა ცუდი.
მესამე გზა – ხართ პატარა ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, ბაზრისა და მოკავშირეების გარეშე: რჩებით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის იმ სტანდარტების ქვემოთ, რაც ჩვენთვის მისაღებია. თუ ქართველი ხალხი ამას აირჩევს, ჩვენ მაინც გვექნება ურთიერთობა, მაგრამ ის იქნება მინიმალური და საქართველო აღარ იქნება ასეთი საინტერესო," — განაცხადა ფიშერმა.
ინტერვიუს ბოლოს პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ "თუ მოსახლეობას მართლა უნდა ევროპა, ისინი მას მიიღებენ".
"არსებობს ძველი გამონათქვამი, რომელსაც აბრაამ ლინკოლნს მიაწერენ: "შეგიძლია მოატყუო ზოგიერთი ადამიანი გარკვეული დროით, მაგრამ ვერ მოატყუებ ყველა ადამიანს მუდმივად". ასე რომ, თუ მოსახლეობას მართლა უნდა ევროპა, მჯერა, რომ ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ისინი მას მიიღებენ," — განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.
-
ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
გადახედვა
-
ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ
გადახედვა
-
ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
-
უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს
გადახედვა
-
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს თბილისი აუთლეტ ვილიჯი უმასპინძლებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს თბილისი აუთლეტ ვილიჯი უმასპინძლებს
-
როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით
გადახედვა
-
უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს
გადახედვა
-
შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება
გადახედვა
-
რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია? რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია?
გადახედვა
-
ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის 10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ კრისტოფერ ნოლანის 10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
გადახედვა
-
სპეციალურად უტრირება კონკრეტული ეროვნების, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის" — ცოტნე ანანიძე კახეთის ინციდენტზე სპეციალურად უტრირება კონკრეტული ეროვნების, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის" — ცოტნე ანანიძე კახეთის ინციდენტზე
გადახედვა
-
SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება
გადახედვა
-
ჩინეთმა AI "შეყვარებულები" აკრძალა — მომხმარებლები მათთან განშორებას განიცდიან ჩინეთმა AI "შეყვარებულები" აკრძალა — მომხმარებლები მათთან განშორებას განიცდიან
გადახედვა
-
6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა 6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა
გადახედვა
კომენტარები