შალვა პაპუაშვილი: სიძულვილის თუ ზიზღის ენის გამოყენება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია
"სიძულვილის ენის თუ ზიზღის ენის გამოყენება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია," — შალვა პაპუაშვილი ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას მონიტორინგს გაუწევს.
პაპუაშვილის თქმით, სიძულვილის ენა საზოგადოების დაპირისპირებისა და ქვეყნის არევის ინსტრუმენტად გამოიყენება.
"უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, რომ სიძულვილის ენის თუ ზიზღის ენის გამოყენება ხდება. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი. ვინაიდან სიძულვილის და ზიზღის წაქეზება და დათესვა, ვატყობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შერჩათ ხელში.
სწორედ ამ ინსტრუმენტს იყენებენ ქვეყნის ასარევად — შუღლის შემოტანას, სიძულვილის შემოტანას, იმისთვის, რომ შემდეგ, გადაკიდონ ადამიანები ერთმანეთს, არიონ ქვეყანა და არეულ ქვეყანაში, შემდეგ, თავის სასარგებლო შედეგებს მიაღწიონ.
ამიტომ, სიძულვილის და ზიზღის ენა, ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, არ არის მხოლოდ ემოციების საკითხი, — ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან ამ მეთოდს იყენებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წიგნებიდან გადმოწერით, იყენებენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, საზოგადოებაში დაბნეულობის შესატანად და ადამიანების ერთმანეთის წასაკიდებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად, თავის ხელში აიღოს ჩვენს ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის ხელის შეშლა," — განაცხადა პაპუაშვილმა.
სიძულვილის ენის პრევენციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება "ქართულ ფასეულობებს" უნდა დაუბრუნდეს.
"სამწუხაროდ, ჩვენ ბრიუსელის ფასეულობებს ვხედავთ სადამდეც მივყავართ, იმიტომ, რომ ზიზღის ენა, სწორედ იქედან არის წაქეზებული. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ელჩი არის, რომელიც ამ საქმეში ჩართულია საქართველოში, ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ზიზღის ენით არიან ჩართულნი," — თქვა მან.
ცნობისთვის, სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას მონიტორინგს გაუწევს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას იქონიებს. ეს შეეხება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები