"საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას" — რა თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა თავის სიტყვაში?
ფოტო: "მსოფლიო საეკლესიო ამბები"
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონიის შემდეგ, ეკლესიის ახალმა მეთაურმა შეკრებილ მრევლს, წმინდა სინოდის წევრებსა და ქვეყნის ხელმძღვანელობას სიტყვით მიმართა.
შიო III-მ ინტრონიზაციის შემდეგ წარმოთქმულ ქადაგებაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. პატრიარქმა მემკვიდრეობითობისა და სულიერი კავშირის ხაზგასასმელად ბიბლიური წინასწარმეტყველების, ილიასა და ელისეს მაგალითი მოიყვანა.
შიო III-მ განმარტა, რომ წინამორბედის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ მისი საქმის გასაგრძელებლად მომავალ თაობებს განსაკუთრებული სულიერი ძალა და "მრჩობლი მადლი" დასჭირდებათ. მანვე იუმორით, თუმცა სიმბოლურად უპასუხა მეუფე დანიელის მიერ დაშვებულ უნებლიე შეცდომას (როდესაც მან შიო III-ის ნაცვლად ილია II ახსენა) და ეს მოვლენა სულიერ კანონზომიერებად შეაფასა.
"შემთხვევითი არ არის, რომ თქვენ ილია მეორე ახსენეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ვართ მისი ოჯახი, ის ჩვენი დიდი მამა იყო და ჩვენი ვალია გავაგრძელოთ მისი დიდი საქმე და ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ელისე წინასწარმეტყველის ამბავი, რომ სთხოვდა უფალს, რომ მრჩობლი მადლი მიეცა მისთვის, ილია წინასწარმეტყველის მრჩობლი მადლი და აი, წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ ელისე წინასწარმეტყველს ეწოდებაო მრჩობლი ილია, ასეთი საოცარი შედარება მოჰყავს, საოცარ სახელს უწოდებს. იმიტომ, რომ ის ევედრებოდაო, რომ მრჩობლი მადლი მიეღოო, ვიდრე ილია წინასწარმეტყველსო, მაგრამ ამას იმიტომ კი არ ევედრებოდაო, რომ უნდოდა გასჯიბრებოდა ან ეჯობა, ან ილიაზე უკეთესი ყოფილიყო, არა! არამედ იმიტომ ითხოვდა მრჩობლ მადლს, რომ გრძნობდა, რომ ორმაგად და სამმაგად უფრო უძლურია ილიასთან შედარებით, სწორედ ამიტომ ითხოვდა მრჩობლ მადლს და ამიტომ ეწოდა მას მრჩობლი ილია და თქვენ, როდესაც ახსენეთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, მე ძალიან გამიხარდა, რადგან ჩვენ ყველამ უნდა ვითხოვოთ უფლისგან მრჩობლი მადლი, ვიდრე მას ჰქონდა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება," —განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
პატრიარქმა დასძინა, რომ ილია II-ის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა ეკლესიისთვის გზამკვლევია, ხოლო "მრჩობლი მადლის" თხოვნა არა ამბიცია, არამედ საკუთარი უძლურების აღიარება და ღვთის შეწევნის იმედია.
პატრიარქმა ხაზი გაუსვა იმ პასუხისმგებლობის სიმძიმეს, რომელიც მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის სახით დაეკისრა და აღნიშნა ქრისტიანული სარწმუნოების გადამწყვეტი როლი ქართველი ერის სახელმწიფოებრივ და სულიერ თვითმყოფადობაში.
პატრიარქმა ვრცლად ისაუბრა ქართველი ერის ისტორიულ გამძლეობაზე, ქრისტიანობის, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის მთავარი ორიენტირის როლზე და იმ იმედზე, რომელსაც ღვთის შეწევნისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის მემკვიდრეობისგან ელის.
"ამ ღვთივკურთხეულ დღეს სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენ წინაშე მდგარი ვმადლობ და ვადიდებ უფალს. ამავდროულად კი, მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას, "მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე", ვსასოებ და მუხლს ვიყრი ყოვლადმოწყალე ღვთის წინაშე, რომლის განგებულებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა კრებამ დამადგინა ანდრია პირველწოდებულის მიერ საფუძველდადებული უძველესი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად. "არავინ თავისი თვისით მოიღის პატივი, არამედ რომელიც წოდებულ არს ღმრთისა მიერ" — ამბობს მოციქული პავლე და მეც განმცდელი ამ პატივის სიდიადისა და სიმძიმისა, სრულად ვარ მინდობილი ყოვლადწმინდა სამებას, რადგან ამ ჯვრის ტვირთვა ღვთის შეწევნის გარეშე კაცთათვის შეუძლებელია, მაგრამ მანუგეშებს და მამხნევებს უფლის სიტყვები: "არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ".
2000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ, რათა უფლის კვართის მფლობელი ერი ქრისტეს ნათელს ზიარებულიყო. სწორედ უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა ქართველმა ხალხმა თავისი ნამდვილი სახე და ჭეშმარიტი ბუნება. საუკუნეებია, იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა. კარგავს ძვირფას მამულიშვილებს, მაგრამ კვლავ მრავლდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება, რადგან მოციქულის ღვაწლით განათლებულმა თავის გულში ღრმად დაიმარხა უფლის სიტყვა და უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. ქრისტიანობა ხომ მან საკუთარი იდენტობის, აზროვნების და თვითმყოფადობის ორიენტირად აქცია.
სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი ეკლესია ჩვენი საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას აღნიშნავს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს განადიდებს და მასთან ერთად წმინდა მოციქულ ანდრიას განადიდებს. ასეთ წუთებში განსაკუთრებით ვსასოებთ მათ და ვლოცულობთ, რომ უფლის დედის წილხვდომილობა და მადლი, მაცხოვრის მიერ პირველწოდებული მოწაფის სიტყვის ძალა არასდროს მოჰკლებოდეს ჩვენს ერსა და ეკლესიას", — განაცხადა შიო III-მ.
შიო III-მ, ინტრონიზაციის შემდეგ წარმოთქმულ ქადაგებაში თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე და ეკლესიის ახალ სამოქმედო ხედვაზეც ისაუბრა. პატრიარქის განცხადებით, დღევანდელ ეპოქაში, როდესაც ადამიანებს შორის გაუცხოება იზრდება, ეკლესიის მისია მხოლოდ ტაძრის კედლებით არ უნდა შემოიფარგლოს.
მისი თქმით, მწყემსმთავრობის ტვირთი განსაკუთრებით დამძიმდა იმ საცდურების ფონზე, რომლებიც ტრადიციულ ფასეულობებსა და რწმენას ანაცვლებს. პატრიარქმა ხაზი გაუსვა, რომ სასულიერო პირები უფრო აქტიურად უნდა მივიდნენ იმ ადამიანებთან, რომლებიც ეკლესიამდე მოსვლას სხვადასხვა მიზეზით ვერ ბედავენ.
"თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია, ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ ერთი ორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი, რთულია სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად ღირსეულად გაუმკლავდე ამა სოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის, მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია. საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას, სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, ჩვენი მოწოდება", — განაცხადა შიო III-მ.
შეგახსენებთ, რომ შიო III საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაციის დღეს ეკლესია ასევე აღნიშნავს საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობისაა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესასწაულებს.
- "დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკლესია გააგრძელებს იმ როლის შესრულებას, რომელიც მას ისტორიულად აკისრია" — ბადრი ჯაფარიძე შიო III-ს აღსაყდრების დღეს ულოცავს
- ღირსეულთა შორის ღირსეული იქნა გამორჩეული — ლევან იოსელიანი პატრიარქის გამორჩევაზე
- მამუკა ხაზარაძე: ვულოცავ შიო III-ს ამ უმნიშვნელოვანეს მისიას და მჯერა, რომ ღირსეულად გააგრძელებს საქართველოს უდიდესი პატრიარქის, ილია მეორის გზას
- კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს
- ამერიკის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს
- შვეიცარიის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს
- კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას ულოცავს
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები