მამუკა მდინარაძე: "[პოლიციელების მხრიდან ძალადობას], რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი — არ იქნებოდა მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ 2024 წლის აქციებზე ძალადობის 4 შემთხვევა ბრალდებულების "პირადი ინიციატივა" იყო და დავალება არ მიუღიათ.
"მე შემიძლია გითხრათ, რომ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით, არცერთი არა თუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის საიმისოდ და იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებსს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ.
აქედან გამომდინარე, ირიბი მტკიცებულების არქონის შემთხვევაშიც კი გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ვინმეზე გავიდეს, ეგრეთ წოდებულ დამკვეთებზე. ეს არის მხოლოდ პიარ კამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც დარწმუნებული ვარ, არ ესიამოვნათ სახელმწიფოს სწორი მიდგომა, ეს ერთი. და მეორე — დამკვეთი რომ იყოს ამ საქმეში და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, ალბათ დაგვეჯერება ყველას, რომ არ შევიკავებდით თავს. ჩვენ ამისი პრაქტიკა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების დაკავებისას, როცა დანაშაულის ნიშნები იყო, გვაქვს ბოლო პერიოდში და ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ვინმეს ვერიდებით, როცა დანაშაული არის სახეზე," — განაცხადა მდინარაძემ.
შემდეგ მდინარაძემ დასძინა, რომ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას სისტემური ხასიათი რომ ჰქონოდა, "არ იქნებოდა, პირობითად, მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი და იქნებოდა ბევრი".
"აქედან გამომდინარე, თუ იქნება ერთი მტკიცებულება, იმ ერთ მტკიცებულებას ჩავეჭიდებით და გავყვებით, გაყვებიან სამართალდამცველები, მაგრამ თუ ასეთი არ იქნება, ბუნებრივია პიარ კამპანიის ფონზე და საფუძველზე ამას ვერავინ გააკეთებს. როგორც ჩანს, და მტკიცებულებები ამაზე მიუთითებენ, ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. მაგალითად, ამას რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი, არ იქნებოდა პირობითად ერთი დაზარალებული ჟურნალისტი მხოლოდ და იქნებოდა ბევრი და ასე შემდეგ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით რეალობას, სამართალდამცავი უწყებები მიჰყვებიან რეალობას და არა პიარ-კამპანიებს და მტკიცებულებებს," — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სამი ყოფილი, ერთი მოქმედი სპეცრაზმელი და შსს-ს დაცვის პოლიიიის თანამშრომელი დააკავეს.
დაკავებას წინ უძღვოდა ტელეკომპანია "ფორმულად" ეთერში გასული სიუჟეტი — გადაცემა "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან" ცნობით, ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინეს.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები