IOC-მა ბელარუსის სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა კომისიამ, ხუთშაბათს, საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებსა და ტურნირის ორგანიზატორებს მოუწოდა, ბელარუსს საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნების უფლება მისცენ. ამით ბელარუს სპორტსმენებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი ქვეყნის სახელით მიიღონ მონაწილეობა, მათ შორის ლოს-ანჯელესის 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები და ოფიციალური პირები 2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საპასუხოდ არიან მოკვეთილები.
"ჩვენმა საბჭომ მიიღო მკაფიო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გადადგმული ხელშესახები ნაბიჯების შემთხვევაში დაიწყებს თავისი გადაწყვეტილებების გადახედვას. ყველას იმედი გვაქვს, რომ ეს მალე მოხდება, თუმცა მანამდე საბჭო ერთიანია 2022 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერაში, რომელიც 2023 და 2025 წლებშიც დადასტურდა."
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას.
„საერთაშორისო ტურნირებსა და ოლიმპიურ თამაშებში ეროვნული დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლება აღდგენილია,“ — ციტირებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA საგარეო უწყების სიტყვებს.
ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მადლობა გადაუხადა IOC-ის პრეზიდენტს, კირსტი კოვენტრის მისი "გაწონასწორებული და პრინციპული პოზიციისთვის" და ეს მოვლენა ქვეყნის თითოეული სპორტსმენისთვის "დიდი ხნის ნანატრ ამბად" შეაფასა.
უკრაინის ოლიმპიურმა კომიტეტმა გააპროტესტა აღნიშნული გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება სამართლიანობის, პასუხისმგებლობისა და ოლიმპიურ ფუნდამენტურ ღირებულებებს.
"ბელარუსის ტერიტორია გამოიყენება უკრაინის ქალაქებზე რაკეტებისა და თავდამსხმელი დრონების გასაშვებად, ასევე სამხედრო ლოგისტიკისა და რუსული არმიის მხარდასაჭერად. სამხედრო და ჰუმანიტარულ კონტექსტში არ შეცვლილა არაფერი, რაც საფუძველი გახდებოდა ბელარუსის წარმომადგენლების საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში ეროვნული სიმბოლიკით დაბრუნებისთვის," — ნათქვამია მათ განცხადებაში.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განმარტა, რომ შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ გავრცელდება რუს სპორტსმენებზე, თუმცა გაიზარდა ვარაუდები, რომ მსგავსი გადაწყვეტილება რუსეთის მიმართაც შეიძლება იქნას მიღებული უახლოეს თვეებში.
"ჩვენი კომპეტენცია სპორტია და უნდა გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს. ჩვენ გვსურს, რომ ყველა სპორტსმენს შეეძლოს მონაწილეობა და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ამას ადასტურებს," — განაცხადა კოვენტრიმ პრესკონფერენციაზე.
IOC-მა 2025 წლის დეკემბერში მოუწოდა ფედერაციებს, დაეშვათ რუსი და ბელარუსი ახალგაზრდა სპორტსმენები (23 წლამდე) საერთაშორისო ღონისძიებებზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რაც სანქციების შემსუბუქებისკენ გადადგმული პირველი მკაფიო ნაბიჯი იყო.
BBC-ის ცნობით, მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაციამ უარი თქვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ზემოაღნიშნული რეკომენდაციის შესრულებაზე.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები