თეგეტა რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
ფოტო: თეგეტა
10 000 ახალი ნერგი რუსთავის ჭალის ტყეს — თეგეტა ჰოლდინგი და თეგეტა გრინ პლანეტი რუსთავში, მტკვრის ორივე სანაპიროზე მასშტაბური გამწვანების აქციის მხარდამჭერები არიან. პროექტის მორიგ ეტაპზე, ხეების დარგვის პროცესში თავად თეგეტას თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ამასთანავე, თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლები რუსთავის ჭალაში მყოფ მოხალისეებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
პროექტი რუსთავის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება და რუსთავის ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანებას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე, ჭალის ტყეებში, 10 000 ძირი ენდემური ხე-მცენარე დაირგვება. პროექტი, გარემოს დაცვის ფონდიდან ფინანსდება.
რუსთავის ჭალის ტყეები, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეს მოიცავს და ქალაქის უმთავრესი ეკოლოგიური რესურსია. მისი განაშენიანება, ენდემური ფლორის აღდგენის გარდა, საპიკნიკე და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითვალისწინებს. პროექტში ჩართული არიან რუსთაველი ახალგაზრდები, სპორტსმენები, მსახიობები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რუსთავის ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პროცესში, აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორიც.
1. გამწვანების აქციის პარალელურად თეგეტა ჰოლდინგმა თანამშრომლებს მწვანე გამოწვევა შესთავაზა. კომპანიის სათავო ოფისში მწვანე სივრცე მოეწყო, სადაც თანამშრომლებს შეგროვებული მაკულატურის ჩაბარება შეეძლოთ. გამოწვევაში თეგეტას ფილიალები ჩაერთნენ, რის შედეგადაც, ჯამში, 1 ტონამდე მაკულატურა შეგროვდა, რომელიც პარტნიორ გადამამუშავებელ კომპანიას გაეგზავნა, შედეგად კი მოჭრისგან 15 ხე გადარჩება. ინიციატივის ფარგლებში, ჰოლდინგმა ყველაზე ეკომეგობრული ფილიალი და ეკომეგობრული დეპარტამენტი გამოავლინა და წაახალისა.
მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კოორდინატორი: “გარემოს დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თეგეტას კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. გვიხარია, რომ ხეების დარგვა იმ პროექტის ნაწილია, რომელმაც ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს რუსთავის ჭალის ტყეს. თეგეტაში მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტში თეგეტას თანამშრომლებიც ჩაერთნენ. მიხარია, რომ წვლილი შეგვაქვს, როგორც ქალაქ რუსთავის გამწვანებასა და მისი ეკოსისტემის გაუმჯობესებაში, ისე შიდა ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებაში, რომელიც მეორადი ქაღალდების ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებას მოიცავს“.
2. რუსთავის ჭალა მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე დაახლოებით 300 ჰექტარზეა გაშლილი. ქალაქის განაშენიანება მტკვრის ჭალის გარშემო მიზანმიმართულად დაიგეგმა, რადგან ამ ტერიტორიას რუსთავის ინდუსტრიულ ზონაში ჰაერის ნაკადის გაწმენდის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. გარდა ამისა, ჭალაში 140-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს. სწორედ ამიტომ ჭალის ტყის აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსთავისთვის. პროექტი რუსთავის მერიასთან პარტნიორობით განხორციელდა.
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: “თეგეტა გრინ პლანეტის საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება გარემოზე ზრუნვას. კომპანიის მისია სპეციფიკური ნარჩენების მართვაა, რაც მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას გულისხმობს. გარემოსთვის მავნე ნარჩენების გადამუშავების პარალელურად, აქტიურად ვუწყობთ ხელს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც გამწვანებას, ტყეების გაშენებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას მოიცავს. რუსთავის ჭალას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა 90-იანი წლებიდან ვითარება შეიცვალა: ტყე გაიჩეხა, ბიომრავალფეროვნება გაუარესდა და ეკოსისტემა დაზიანდა. თეგეტა გრინ პლანეტში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და კარგად ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ამ მიდამოებისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნების ხელშესაწყობად. იმედი გვაქვს, რომ ასეთი კარგი და ფართომასშტაბიანი პროექტი მომავალშიც გაგრძელდება“.
გამწვანების აქცია და მწვანე გამოწვევა თეგეტა ჰოლდინგმა დედამიწის დღეს მიუძღვნა, რომელიც 1970 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება. წელს ამ დღის ლოზუნგი იყო — ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა, რომელიც გარემოზე ზრუნვის პროცესში თითოეული ადამიანის ძალისხმევის მნიშვნელობას წარმოაჩენს.
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში თეგეტა ჰოლდინგი და თეგეტა გრინ პლანეტი მესამე წელი ჩართული არიან. წინა წლებში, მოხალისეებთან ერთად, 3 000 ნერგი დაირგა, ამჯერად კი მასშტაბი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
რაც შეეხება მწვანე გამოწვევას, თეგეტაში პროექტი უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა და მესამე წელია, იმართება. ამ ინიციატივაში ყოველწლიურად ასობით თეგეტელი ერთვება და, ჯამში, უკვე 3 ტონაზე მეტი მაკულატურაა შეგროვებული. მაკულატურის პარტნიორი ორგანიზაციებისთვის მიწოდების შედეგად კომპანია წიგნებს იღებს, რომლებსაც თეგეტა სოფლის ბიბლიოთეკებში ბავშვებისათვის აგზავნის.
--
გარემოს დაცვა თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება.
თეგეტა აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად, რომელიც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციაა, ყოველწლიურად გროვდება ათასობით ტონა საავტომობილო ნარჩენი — მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. თეგეტა აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, შიდა ბიზნესპროცესებს — სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას.
დამატებით, თეგეტა მუდმივად მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობის წასახალისებლად გარემოსდაცვით პროექტებში, მათ შორისაა კამპანიები — არ გადაყარო, ჩააბარე, მომხმარებლების მიერ ჩაბარებული ასობით ტონა სპეციფიკური ნარჩენი, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის განთავსებული ათეულობით მწვანე ყუთი თეგეტას სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავებისა და გამწვანების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები