შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია "მტრულია" და საბჭოთა მიდგომებს ჰგავს
"კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტი, რომ დღითიდღე თავს იმკვიდრებს როგორც საბჭოთა კავშირის საკავშირო სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრე," — შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და მას "ქართველი ხალხის მიმართ მტრული" უწოდა.
მისი შეფასებით, ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებები ჰგავს იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში მოსკოვში საქართველოს მიმართ მიიღებოდა.
"რაც შეეხება, ქართველი ხალხის მიმართ მორიგ მტრულ ანგარიშს თუ რეზოლუციას, რომელიც მზადდება, ამაში ახალი არაფერი არ არის. კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტი, რომ დღითიდღე თავს იმკვიდრებს როგორც საბჭოთა კავშირის საკავშირო სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრე. თავს აჩენს როგორც მემკვიდრე საბჭოთა კავშირის სახალხო ყრილობისა, რაც გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავთ ისევ საბჭოთა მოქალაქეებს ევროპარლამენტის რიგებში, საბჭოთა ნომენკლატურის თუ ელიტის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ევროპარლამენტში არიან მოკალათებული. ვგულისხმობ ბალტიის ქვეყნების და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს.
როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით.
მეორე, ამ რეზოლუციის ანგარიშის ავტორი გახლავთ ქალბატონი იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, რაც ნიშანდობლივია, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისა და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე ადამიანი, ქალბატონი იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ არის ამ რეზოლუციის ავტორი.
შეგახსნებთ, რომ მას ეკუთვნის განცხადებები, რომ ქართული ოცნება ეს არის ინფექცია, რაც არის ფაშისტური ნარატივი, სხვათა დემონიზებისა და მათი ღირსების შემლახველი ანუ ღირსების წინააღმდეგ მიმართული ქცევისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში დამნაშავეები არიან ქართული ოცნების ამომრჩევლები, რითაც კოლექტიური პასუხისმგებლობა წარმოიდგინა, რაც სწორედ ფაშისტური მიდგომა არის. ასე რომ, ესეც არ არის გასაკვირი," — განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა (AFET) საქართველოსთან დაკავშირებით ახალი, მკაცრი ანგარიში დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 2-მა თავი შეიკავა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კანდიდატ ქვეყანასთან ევროკავშირის შემდგომი ურთიერთობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, შეცვლის თუ არა მთავრობა თავის ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ კურსს.
ანგარიშის მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ, ქვეყანაში არსებულ ვითარებას საგანგაშო უწოდა. მისი განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლება სისტემატურად ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
-
UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა
გადახედვა
-
"თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება? "თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება?
გადახედვა
-
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
-
პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან? პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან?
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
-
Flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ Flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ
გადახედვა
-
მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო
გადახედვა
-
ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში
გადახედვა
-
უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის? უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის?
გადახედვა
-
შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა
გადახედვა
-
ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას
გადახედვა
-
თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
გადახედვა
-
სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
კომენტარები