ეკა ბესელია

ეკა ბესელია

21 Apr. 2026, 14:19

14 წლის წინ ამ დღეს პარტია ქართული ოცნება დავარეგისტრირეთ იუსტიციის სამინისტროში. იურიდიულ პროცედურას მე ვუძღვებოდი. მჯეროდა, რომ ეს გზა აუცილებელი ცვლილებებისთვის იყო გასავლელი, რათა დაგვესრულებინა ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და უკანონო პატიმრების დრო!

სამწუხაროდ, უამრავი მცდელობა და ძალისხმევა, რაც ამ მიზნით ჩავდეთ, ამაო აღმოჩდა. იმედგაცრუებული ვართ ჩვენ, ვისი ბრძოლის ხარჯზე მოხდა ცვლილება და ყველაფერი გავაკეთეთ საქართველოს ბედნიერი მომავლისთვის, მაგრამ ეს პარტია გადაიქცა ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებად და არა მთავარი დაპირებების შესრულების ინსტრუმენტად!

მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია!

როდესაც მეკითხებიან ვნანობ თუ არა, რომ ვიდექი ცვლილებების პროცესის წინა ხაზზე — ვამბობ — არა, რადგან ის რეჟიმი უნდა შეცვლილიყო!

არ უნდა დახუჭო თვალი, თუ ხდება იგივე, ვინც არ უნდა იყოს უსამართლობის ავტორი! ამიტომაც გაიყო 2018 წელს ჩვენი გზა დ მე დავრჩი ჩემს ღირებულებებთან, ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი დადგა წარსულის სახიფათო გადმონაშთის დასაცავად!

არასოდეს ვინანებ, რაც ვაკეთე იმ წლებში ბევრ კარგ ადამიანთან ერთად, რადგან იყო ღირებული, მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებებისთვის!

საქართველომ მიიღო უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, პროგრესი იმ წლების რეფორმებით და ეს ყველაფერი გაანადგურა ოცნების პოლიტიკამ!

ყველა და ყველაფერი გამოჩდა: ვინ რისთვის იბრძოდა, თანამდებობისთვის თუ საქართველოს ბედნიერებისთვის. არავინ დარჩა პირველი თაობის ნამდვილი მეოცნეებებიდან… მედროვე, კომფორმისტი ადამიანები შერჩა ბიძინა ივანიშვილს და ის აუცილებლად დადგება არჩევანის და ცვლილების წინაშე! ეს მალე მოხდება!

ცხოვრების კანონზომიერება მოიტანს ცვლილებებს დღეს! დადგება თავისუფლების, დამოუკიდებლობის ეტაპი მართლმსაჯულების სისტემაში და დასრულდება უკანონო პატიმრების დრო!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერი ხატია დეკანოიძე საქართველოში ირანის ელჩის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ,…