როგორ ეხმარება AI კონტენტ კრეატორს შემოქმედებით პროცესში
ფოტო: საქართველოს ბანკი
ალბათ, ხშირად მოგისმენია, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე ყველას ჩაგვანაცვლებს და სამყარო, რომელსაც ვიცნობთ, რადიკალურად შეიცვლება. თუმცა, სინამდვილეში რეალობა ბევრად ნაკლებად დრამატულია: მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიების ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია გარდაუვალია, ადამიანურ რესურსსა და შემოქმედებით გონებაზე მოთხოვნა მუდმივად იარსებებს.
იმისთვის, რომ შენი პროფესიული უნარები თანამედროვე ბაზარზე რელევანტური დარჩეს, ნაკლებად შემოქმედებითი საქმე AI-ს უნდა გადააბარო, შენი ენერგია კი ისეთ საკითხებს დაუთმო, რომელთა გადაწყვეტაში ბადალი არ გყავს.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, UN Women-თან და Mastercard-თან ერთად, AI სტიპენდიას გთავაზობს. ინიციატივა სპეციალურად ქალებისა და გოგოებისთვისაა. იმისთვის, რომ მათ თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების ათვისება შეძლონ.
ამ ბლოგში ნუციკო ნებიერიძეზე გიამბობთ. ნუციკო კონტენტ კრეატორია, რომელმაც საქართველოს ბანკის სტიპენდიით ხელოვნური ინტელექტის კურსი გაიარა, რის შემდეგაც მისი ყოველდღიური შემოქმედებითი პროცესი რადიკალურად შეიცვალა.
რატომ გადაწყვიტა ნუციკომ AI შეესწავლა?
ნუციკო ძირითადად სოციალური მედიისთვის ქმნის ვიდეობს. მუშაობს, როგორც კომპანიებთან, ისე კერძო დამკვეთებთან და ინფლუენსერებთან.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემმა კონტეტმა შექმნას განწყობა, დატოვოს ემოცია, შთააგონოს ის ადამიანი, რომელიც მას უყურებს. ჩემი მთავარი მიზანია, გავიზარდო როგორც კრეატორი, უფრო მასშტაბურ და პროფესიონალურ პროექტებში ჩავერთო და საბოლოოდ, ჩემი სტილი და ხელწერა ფართო აუდიტორიას გავაცნო. — აღნიშნავს ნუციკო ინტერვიუში.
ნუციკომ იცოდა, რომ მიზნების მისაღწევად ტექნოლოგიური განვითარების ტალღას უნდა აჰყოლოდა და AI მოდელებთან დამეგობრებულიყო. კურსის გავლა გადაწყვიტა, რათა შემოქმედებით პროცესში AI ტექნოლოგიები უფრო მოქნილად და ეფექტურად ჩაერთო.
AI ჩემთვის არის ინსტრუმენტი, რომელიც მეხმარება სამუშაო პროცესში: იდეების გენერირებაში, ვიდეოების დაგეგმვასა და კონტენტის შინაარსის გამდიდრებაში. ახლა, იმის გაკეთებას, რასაც ადრე საათები ვანდომებდი უფრო სწრაფად, ეფექტურად და ჩემებურად, ორიგინალურად ვახერხებ.
სტიპენდიისა და კურსის შესახებ
სტიპენდიის შესახებ ნუციკომ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ნახა. აპლიკაცია ბოლო დღეს შეავსო, იგრძნო, რომ კურსზე ერთ-ერთი ადგილი მას ეკუთვნოდა. სამოტივაციოც გულწრფელად და ზედმეტი სირთულეების გარეშე დაწერა.
რაც შეეხება AI კურსს, მან მოლოდინები სრულად გაამართლა. როგორც თავად იხსენებს, მანამდე ეგონა, რომ AI-სთან საერთო ენის გამონახვა მხოლოდ მას უჭირდა:
ხანდახან ვფიქრობდი, ერთადერთი ვარ, ვინც საერთო ენას ვერ პოულობს ხელოვნურ ინტელექტთან-მეთქი. დავალებას მივცემდი, ვერ მიგებდა, მერე ვბრაზდებოდი და ვთიშავდი. კურსზე ვისწავლე რაშიც იყო პრობლემა, როგორ უნდა დამეფორმირებინა სწორად დავალება იმისთვის, რომ ჩემსა და AI-ს შორის დიალოგი შემდგარიყო.
ამჟამად ნუციკო ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად იყენებს იდეების გენერირების, ტექსტების შედგენისა და სცენარების დაგეგმვის პროცესში. პარალელურად, ის თავის მოვლისა და სილამაზის (Skincare/Beauty) მიმართულებით სატესტო პროექტზე მუშაობს.
ვგეგმავ, შევქმნა კამპანიები და კონტენტი, რომლებსაც კომპანიებს მომსახურებასთან ერთად უკვე მზა სახით შევთავაზებ. ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში კი AI ძალიან დამეხმარება. სწორედ მასთან ერთად ვაპირებ პროდუქტის ვიზუალიზაციას.
თუ შენც გსურს, თანამედროვე ტექნოლოგიები შენი პროფესიული დღის წესრიგის ნაწილად აქციო, თვალი ადევნე ვებგვერდს და განათლების გზაზე არ გაჩერდე!
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები