ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, თუმცა ლიბანი ისრაელს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ლიბანსა და ისრაელს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად 17 აპრილს ადგილობრივი დროით 00:00 საათზე უნდა შესულიყო ძალაში.
"ახლახან შესანიშნავი საუბრები მქონდა ლიბანის ღრმად პატივცემულ პრეზიდენტთან, ჟოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. ამ ორმა ლიდერმა თანხმობა განაცხადა, რომ მათ ქვეყნებს შორის მშვიდობის მისაღწევად, ფორმალურად დაიწყონ 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ძალაში 17 აპრილს ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევა.
სამშაბათს, ბოლო 34 წლის განმავლობაში პირველად, ორი ქვეყანა ერთმანეთს აქ, ვაშინგტონში შეხვდა, ჩვენს დიდებულ სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ერთად. მე დავავალე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან რუბიოს, აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, დენ "რეიზინ“ კეინთან ერთად, იმუშაონ ისრაელთან და ლიბანთან ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიოს მასშტაბით უკვე 9 ომი დავასრულე, ეს კი ჩემი მე-10 დასრულებული ომი იქნება, ასე რომ — მივიყვანოთ საქმე ბოლომდე!", — დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ლიბანში 10-დღიანი ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე საათში, ლიბანის არმიამ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და ქვეყნის სამხრეთში პერიოდული საარტილერიო ცეცხლის შესახებ განაცხადა. პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის ძალები არ დატოვებენ პოზიციებს სამხრეთ ლიბანში, ხოლო "ჰეზბოლას" ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილა მხარეები, რომ დაჯგუფება იტოვებს თავდასხმებზე პასუხის გაცემის უფლებას, — წერს CNN.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლების შეხვედრა თეთრ სახლში, შესაძლოა, უახლოეს ორ კვირაში შედგეს. კონფლიქტი "ჰეზბოლასთან" აშშ-ირანის ომის მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკვანძო და პრობლემური საკითხია. ტრამპმა ხუთშაბათს ასევე გამოთქვა რწმენა, რომ თეირანთან შეთანხმება მალე მიიღწევა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, შესაძლოა, ამ უქმეებზე გაიმართოს.
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები