თემურ ჭყონია: ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმლის აკრძალვა სოლომონ პავლიაშვილის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია
კაფეებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტებში პლასტმასის ბოთლით სასმელი აღარ გაიყიდება. პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც სამინიტრო განმარტავს, რომ 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აკრძალულია — პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება. ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.
2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.
2026 წლის 8 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალა და პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა.
ბიზნესმენ, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თემურ ჭყონიას აზრით, პრემიერის განცხადების უგულებელყოფა ვიღაცის ახირებაა და მეტი არაფერი. ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს მართავენ, ვერც ფასებში, ვერც ტექნიკაში, ვერც ბაზრის მოთხოვნაში ვერ ერკვევიან, ზოგადად კი, ასეთი რეგულაციების დაწესება პროფესიონალებთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია.
"ამასწინათ, მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა არაჩვეულებრივი ინფორმაცია მოგვაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ 4 წლით გადავადდა პლასტიკის აკრძალვა, რაც უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას (და არა — შეზღუდვას) ითვალისწინებდა. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის გაუმჯობესების კუთხით საგრძნობლად გაიზრდა. ჩვენ ახლა ვიწყებდით გარემოს დაცვის სამინისტროსთან ინტენსიურ და პროდუქტიულ პროექტებზე მუშაობას, რისთვისაც დღესაც მზად ვართ. ამასთან, ჩვენი კომპანია 10 წელიწადია ამ თემის გარშემო მუშაობს და დიდი გამოცდილება გვაქვს შეძენილი. მოხდა ისე, რომ ისევ წამოიწია თემამ, რომელიც თავის დროზე აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა წამოჭრა — უნდა აიკრძალოს პლასტიკატი "საზოგადოებრივ კვებაში". ეს სახელიც ჩემთვის ძველი, ნოსტალგიური კომუნისტური სისტემის გადმონაშთია, ადრე ამას "ობშეპიტი" ერქვა. ამ თემის ხელახლა წამოწევა ამ ადამიანის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია.
პლასტიკის ბოთლები გამოიყენება ზღვისპირა რესტორნებში, საზოგადოებრივი შეკრების ობიექტებში, ტურიზმში, სპორტში და ა.შ. პლასტიკის შექმნა გათვლილი იყო ადამიანის მოხმარების სხვადასხვა ჩვევებზე და ის უსაფრთხო უნდა ყოფილიყო. ქუჩაში შუშის ბოთლის მოხმარება გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდება, ამასთან, ივლისიდან ზაფხულის ცხელი პერიოდი იწყება და თუ გადახედავთ, ბევრ ქვეყანაში გაყიდვების შეზღუდვის რეგულაციებიც კი მოხსნილია, ძლიერი სიცხეები სადაცაა, ქალაქის მერებიც კი აცხადებენ, რაც შეიძლება მეტი წყალი გაიყიდოს ადამიანის ორგანიზმის დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) თავიდან ასაცილებლად. ამ გახურებული სიცხეების პერიოდში, ივლისში, რაღაც დეპარტამენტები ისევ შეზღუდვებს აწესებენ.
წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა მოთხოვნა-მოხმარება იზრდება, იზრდება აკრძალვები. ჩვენ სხვა რაღაცასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე გარემოს დაცვასთან, ეკონომიკასთან და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებასთან. ამით ადამიანს უფლებებსა და არჩევანს ვუზღუდავთ, მეორეც, არის სხვადასხვა ფასების სეგმენტები: იაფფასიანი, საშუალო და პრემიალური კლასის პროდუქცია. ჩვენმა ბიზნესმა არაჩვეულებრივად იცის, რა სეგმენტში რა ღირებულების, რა შეფუთვის, რა ზომის პროდუქცია უნდა გამოუშვას, პირველ რიგში, ადამიანის ჩვევები, მოხმარების გაადვილება, ფასებზე ხელმისაწვდომობა რომ გაითვალისწინოს. ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება და უფლება, აირჩიოს ის პროდუქცია, რომელიც მის მოთხოვნილებას, ჩვევებსა და ფასებს შეესაბამება. ამის რეგულირების უფლება არავის აქვს, ეს უკვე თავისუფლების შეზღუდვაა. მინის ტარის მოხმარება აუზებში, ტურისტებისთვის, რომლებიც მთებში, ან ზღვის სანაპიროზე დადიან, სახიფათოა. მინის ბოთლის მოხმარებას თავისი წესი და ადგილი აქვს, პლასტიკს, შეფუთვების სიდიდეს, ფასების დალაგებას — თავისი წესი და ადგილი. ეს ყველაფერი შესწავლილი და სეგმენტირებულია მაღალ დონეზე. ბიზნესი არის მეცნიერება და ეს ამათ მაინც ვერ გავაგებინე, ამათი ცნობიერებიდან კომუნისტური მიდგომები ვერ ამოიძირკვა, ვერ შეიგნეს, რომ ბიზნესი გაცილებით პრაგმატულად და მეცნიერულად უდგება მარკეტინგს, ვიდრე ვინმეს ჰგონია, ჩვენ ხომ ამაზე ვშრომობთ, ინვესტიციებს ვახორციელებთ, შესაბამისად, ვიცით, რისთვის ვაკეთებთ ამ ინვესტიციას. ზოგიერთები კი გვეუბნებიან, თქვენ რა ინვსტიციებსაც აკეთებთ, ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცითო. პროფესიონალებთან კონსულტაციების გარეშე ასეთი საკითხების გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩემთვის მოულოდნელი იყო, პრემიერის პრაგმატული გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ამ თემაზე რომ გვიწევს საუბარი. ეს ახირება მგონია, სხვა არაფერი", — აცხადებს თემურ ჭყონია.
ბიზნესმენის თქმით, ნარჩენების მართვის მიმართულებით მთავარი საკითხი გადამუშავების ამოქმედებაა და გადამუშავების ახალ ინდუსტრია უნდა შეიქმნას, ვინაიდან "პეტს — პლასტიკს აქვს თავისი ღირებულება და ეს ფასეულობა უნდა ვაქციოთ ახალ ეკონომიკად სახელმწიფოში, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ახალი ქარხნები, რისთვისაც ინტენსიურად ვემზადებით".
"მეორე უმნიშვნელოვანესი მომენტია ნარჩენების შეგროვება. ყველაზე იოლი გზა პეტის შეგროვებაა, რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ — შევდივართ ობიექტებში, ვაგროვებთ ტონობით პლასტიკის ბოთლებს და გამოგვაქვს. ვემზადებით უფრო მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. პირველ რიგში, შევინარჩუნოთ ის სწორი, პრაგმატული ბიზნესი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და რომელიც მთელ მსოფლიოშია, ასევე, შევინარჩუნოთ უდიდესი პროფესიონალები. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა გარემოს დაცვა, ამას ვერავინ გვასწავლის, ჩვენში გარემოს დაცვის თემა უფრო ძლიერადაა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია — 10 წელიწადია უამრავი პროექტი გვაქვს გაკეთებული, ამიტომ ვართ ასეთი გაბედულები და ამაყები. ჩვენ გადამუშავების ახალ ინდუსტრიას შევქმნით იმიტომ, რომ პეტს - პლასტიკს აქვს თავისი ღირებულება და ეს ფასეულობა უნდა ვაქციოთ ახალ ეკონომიკად სახელმწიფოში, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ახალი ქარხნები (მინიმუმ 5 ქარხნის აშენება შეიძლება), ჩვენ ამისთვის ინტენსიურად ვემზადებით. მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი კონსულტაციები შედეგს გამოიღებს და მოგვცემენ საშუალებას, ახალი ინდუსტრია შევქმნათ, ვიდრე ძველი დავანგრიოთ, ამისთვის ჯერ კიდევ გვაქვს დრო. იმედი მაქვს, ეს კონსულტაციები ნაყოფიერი იქნება — მივიღებთ იმ შედეგს, რაც სასარგებლო და ოპტიმალური იქნება სახელმწიფოსთვის, მომხმარებლისთვის და ბიზნესისთვის. მაინც მგონია, რომ ყველაფერი პრემიერმინისტრის გადასაწყვეტია იმიტომ, რომ სხვა გზას ვერ ვხედავ", — აცხადებს ბიზნესმენი.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები