მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და თეგეტას ამბიციური ხედვა
ფოტო: თეგეტა
ავტოინდუსტრია სწრაფი ტექნოლოგიური გარდაქმნის ეტაპზეა. ის, რაც რამდენიმე წლის წინ ინოვაციად აღიქმებოდა — პროგნოზირებადი ტექნიკური მომსახურება, AI-ზე დაფუძნებული ანალიტიკა, პერსონალიზებული ციფრული გამოცდილება, დღეს უკვე ბაზრის სტანდარტად ყალიბდება. შექმნილ რეალობაში ინდუსტრიის ლიდერობა მხოლოდ მასშტაბით აღარ განისაზღვრება, არამედ გადამწყვეტი ხდება ტექნოლოგიური ხედვა და ის, თუ რამდენად სწრაფად და სისტემურად ახერხებს კომპანია ტრანსფორმაციას. სწორედ ამას ახორციელებს თეგეტა ჰოლდინგი, რომელიც ციფრულ ტრანსფორმაციას არა ერთჯერად პროექტად, არამედ გრძელვადიან სტრატეგიად აღიქვამს.
ბექა ციცქიშვილი, თეგეტა ჰოლდინგის უფროსი ტექნოლოგიების ოფიცერი: “თუ წარსულში კონკურენცია პროდუქტის ხარისხსა და ფასზე მიმდინარეობდა, ახლა თამაშის წესებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, მომხმარებლის პერსონალიზებული ციფრული გამოცდილება, პროგნოზირებადი სერვისი და სრულად ინტეგრირებული ციფრული ეკოსისტემები განსაზღვრავს. წარმატებას აღწევს ის ორგანიზაცია, რომელიც ტექნოლოგიას არ განიხილავს, როგორც მხარდამჭერ ფუნქციას, არამედ იყენებს მას, ზრდის, ეფექტიანობისა და ახალი ბიზნესმოდელების მთავარ მამოძრავებლად. ჩვენ ამ ტრანსფორმაციის ტალღას კი არ მივყვებით, ხშირ შემთხვევაში მას თავად ვქმნით“.
ფოტო: თეგეტა
აღნიშნულ გზაზე თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი 2026 წლისთვის SAP S/4HANA-ზე სრულად გადასვლაა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს მხოლოდ სისტემის განახლება ან ტექნიკური მიგრაცია კი არ არის, არამედ ოპერაციული ხერხემლის გაძლიერებაა, რომელსაც თეგეტას ყველა სხვა ციფრული პროდუქტი და ინიციატივა ეფუძნება.
“ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ განსხვავებული მიდგომა ტიპური ტექნიკური მიგრაციისგან. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არ ყოფილა მხოლოდ სწრაფი გადატანა, ჩვენი პრიორიტეტია ბიზნესპროცესების საფუძვლიანი რესტრუქტურიზაცია და მათი შესაბამისობაში მოყვანა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან“. — განმარტავს ბექა ციცქიშვილი.
პროექტის ფარგლებში, ჰოლდინგმა აქცენტი ბიზნესპროცესების საფუძვლიან გადახედვასა და მათ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებთან შესაბამისობაში მოყვანაზე გააკეთა. უკვე რესტრუქტურიზებულია, დაახლოებით, 130 ბიზნესპროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სისტემაში ისტორიულად დაგროვილი მოდელები ავტომატურად არ გადადის, პირიქით, ყალიბდება ოპტიმიზებული, სტანდარტიზებული და მასშტაბირებადი ოპერაციული არქიტექტურა, რომელიც კომპანიის გრძელვადიან ზრდას უნდა დაედოს საფუძვლად.
ფოტო: თეგეტა
თეგეტას ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგი Tegeta App-ია, რომელიც მომხმარებლისთვის ავტომობილზე ზრუნვის სრულ ციფრულ გამოცდილებას ქმნის. ამ პლატფორმიდან შესაძლებელია ავტომობილის სერვისის ისტორიის, დაგეგმილი თუ პროაქტიური საჭიროებების ნახვა, ნაწილების შეკვეთა, სერვისცენტრში ვიზიტის დაჯავშნა და ავტომობილის მდგომარეობის კონტროლი.
“ეს არ არის უბრალოდ აპლიკაცია. ეს არის ჩვენი ყველა სერვისის ერთიანი ციფრული შეხების წერტილი. მანქანის მოვლასთან დაკავშირებული საკითხები, პერსონალიზებული შეთავაზებები, ლოიალობის პროგრამა — ეს ყველაფერი App-ის საშუალებით ერთიან ციფრულ გამოცდილებას ქმნის. მომდევნო ეტაპზე იგეგმება Tegeta App-ის ინტელექტუალიზაცია, რაც AI-ზე დაფუძნებული ვირტუალური ასისტენტის დახმარებით მომხმარებლისთვის ავტომობილის საჭიროებებსა და შესაბამის შეთავაზებებზე ინფორმაციის პროაქტიურად მიწოდებას უზრუნველყოფს.“ — განმარტავს ბექა ციცქიშვილი.
ციფრული ეკოსისტემის საფუძველი მონაცემთა ცენტრალიზაციაა. თეგეტამ შექმნა Data Warehouse, რომელიც სხვადასხვა სისტემაში მიმოფანტულ მონაცემებს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს და მათ ოპერაციულ გამოყენებას უზრუნველყოფს. შედეგად, თანამშრომელს შეუძლია, ანალიტიკური კითხვა AI აგენტს სიტყვიერად დაუსვას და პასუხი წამებში მიიღოს — პროცესი, რომელსაც ადრე რამდენიმე დღე სჭირდებოდა.
კომპანიის ციფრული ევოლუციის გზაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც თეგეტას ოპერაციული მოდელის ნაწილია. კომპანიამ უკვე დანერგა AI პროდუქტები, რომლებიც თანამშრომლებისთვის ოპერაციებს ამარტივებს, მომხმარებლებისთვის კი სწრაფ უკუკავშირსა და პერსონალიზებულ მიდგომას უზრუნველყოფს.
“თეგეტაში გვჯერა, რომ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები არის ჩვენი მომავალი. ეს კომპანიის პირველი, თუმცა ფუნდამენტური ნაბიჯია სრულფასოვანი Data-Driven ორგანიზაციისკენ. მომდევნო წლებში კონკურენტული უპირატესობა აღარ განისაზღვრება მხოლოდ იმით, ვინ იყენებს AI-ს, არამედ იმით — ვინ იყენებს მას უკეთესი ბიზნესშედეგებით. ჩვენთვის AI არის არა ჰაიპი, არამედ გადაწყვეტილებების დაჩქარების, ოპერაციული ეფექტიანობის ზრდისა და მომხმარებლის გამოცდილების რადიკალური გაუმჯობესების ინსტრუმენტი.
ჩვენი ხედვის ცენტრი ეფუძნება პრინციპს — ტექნოლოგია უნდა აგვარებდეს რეალურ ბიზნესგამოწვევებს, როგორც კლიენტებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის.
მისი ღირებულება განისაზღვრება მხოლოდ იმ შედეგით, რომელსაც ქმნის.
ჩვენ ვისწრაფვით ავტობიზნესის ლიდერობისკენ — ტექნოლოგიით გაძლიერებული გადაწყვეტილებებით და მონაცემებზე დაფუძნებული მართვით“. — აღნიშნავს თეგეტა ჰოლდინგის უფროსი ტექნოლოგიების ოფიცერი.
თეგეტაში ფიქრობენ, რომ ამ გზაზე გადადგმული თითოეული ნაბიჯი მომხმარებლებისთვის ნიშნავს უფრო სწრაფ სერვისს, ნაკლებ ლოდინს, პერსონალიზებულ კომუნიკაციასა და მარტივ, გამჭვირვალე პროცესებს, რაც სწორ დროს სწორ მომსახურებას უზრუნველყოფს. თანამშრომლებისთვის კი მთავარი შედეგი ოპერაციების გამარტივება და გადაწყვეტილებების დაჩქარებაა - ხელით ნაკლები სამუშაო, მეტი ავტომატიზაცია და ანალიტიკურ მონაცემებზე სწრაფი წვდომა, რაც ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს საოპერაციო ხარჯებს.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები