საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ მომხმარებლისთვის შექმნილი საბანკო გამოცდილებისთვის ზედიზედ მესამედ Euromoney-ს ჯილდო მოიპოვა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ, მომხმარებლისთვის შექმნილი საბანკო სერვისებისა და პროდუქტებისთვის ზედიზედ მესამედ Euromoney-ს ჯილდო მოიპოვა.
ამჯერად, გამომცემლობამ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში მომხმარებლებისთვის შექმნილი სერვისებისთვის.
გამომცემლობის განმარტებით, ფინანსური ინსტიტუტის მიერ მოპოვებული აღიარება განპირობებულია ბანკის მიერ მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნით, ციფრული ტრანსფორმაციით, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებითა და მაღალი დონის პერსონალიზებული მომსახურებით.
“საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების მხრიდან მომხმარებლებისადმი პერსონალიზებული მიდგომა დაფუძნებულია მომხმარებლების ჩაღრმავებულ ინტერვიუებზე, რომელთა მეშვეობით ხდება მათი საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლენა. მათზე დაფუძნებით კი ბანკის მიერ ხორციელდება მომხმარებელთა პორტფელების მიზნობრივი მართვა, რაც ხელს უწყობს კლიენტთა კმაყოფილების სტაბილურად მაღალი დონის შენარჩუნებას.“ — აღნიშნულია Euromoney-ს გამომცემლობის განცხადებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ Euromoney-სგან მეორე ჯილდოც მიიღო. გამომცემლობამ Bank of Georgia Wealth პრემიუმ მომხმარებლებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.
“უკვე მესამე წელია Euromoney-ისგან ასეთ მაღალ შეფასებას ვიღებთ, რაც ადასტურებს, რომ პრემიალური საბანკო მომსახურების მიმართულებით ლიდერის პოზიციას საქართველოში არა მხოლოდ ვინარჩუნებთ, არამედ სისტემურად ვაძლიერებთ. ეს ჩვენთვის არის როგორც საერთაშორისო აღიარება, ისე მკაფიო სიგნალი, რომ სწორ სტრატეგიულ მიმართულებას მივყვებით. ჩვენი წარმატების საფუძველი არის მომხმარებელზე უკომპრომისო ფოკუსი — მისი საჭიროებების ცოდნა, მაღალი ხარისხის პერსონალიზებული მიდგომა და დივერსიფიცირებული საინვესტიციო შესაძლებლობები. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის — სწორედ ეს ნდობა გვაძლევს საშუალებას, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ გავზარდოთ ჩვენი პოზიცია ბაზარზე.
ამ შედეგის უკან დგას ძლიერი გუნდი — ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან იმ გამოცდილებას, რაც ჩვენს მომხმარებელს ჩვენთან აკავშირებს. სწორედ მათი პროფესიონალიზმი და ერთობლივი ძალისხმევა არის ჩვენი მდგრადი წარმატების საფუძველი. დარწმუნებული ვართ, რომ ინოვაციებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სიძლიერეზე დაყრდნობით, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას და შევქმნით გრძელვადიან ღირებულებას ჩვენი მომხმარებლებისთვის“. — აღნიშნავს თეონა ბერია, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, უკვე 20 წელზე მეტია, Euromoney-ს ჟიური ყოველწლიურად საუკეთესო პრემიუმ საბანკო სერვისებისა და მომსახურების მიმწოდებელ ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს მთელი მსოფლიოდან. მკვლევრები და გამომცემლობის რედაქციის წევრები კი საუკეთესო შედეგის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებენ.
თითქმის 20 წელია, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ყოველდღიურად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლებისთვის ინოვაციური, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნაზე.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები