მიუხედავად იმისა, რომ HBO-ს მიერ გამოქვეყნებულმა ჰარი პოტერის პირველმა თიზერმა ფანებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ჯოან როულინგმა პროექტს მხარი დაუჭირა.

ხუთშაბათს ავტორმა სოციალურ ქსელში საკუთარი მოსაზრება გააზიარა და აღნიშნა, რომ მისი ფენტეზი-რომანების ეკრანიზაციის პირველი კადრებით კმაყოფილია. "საოცრება იქნება", — დაწერა როულინგმა X-ზე — "შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ".

HBO-ს ახალმა ტრეილერმა, რომელიც 25 მარტს გავრცელდა, ჰარი პოტერის თაყვანისმცემლებს შორის ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან მასში პირველად გამოჩნდნენ სერიალის საკულტო პერსონაჟების ახალი შემსრულებლები. კადრებში პირველად ვხედავთ პააპა ესიედუს სევერუს სნეიპის როლში, ლოქს პრატს დრაკო მალფოის როლში, ასევე ჯონ ლითგოუსა და ჯანეტ მაკტირს, რომლებიც ალბუს დამბლდორისა და მინერვა მაკგონაგელის ამპლუაში გვევლინებიან. ეს ჯადოსნური ვიდეო გვაძლევს პირველ რეალურ წარმოდგენას იმაზე, როგორი იქნება ჰოგვორტსის განახლებული სამყარო, რომლის პრემიერაც 2026 წლის დეკემბერში იგეგმება.

ნახეთ: ჰარი პოტერის მსახიობები ფილმებში VS სერიალში (ფოტოები)