ზვიად ტომარაძე: მიუღებელია საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო ადამიანს 1,6 წელი ციხე მიუსაჯო
პარტია "ერი და სახელმწიფოს" დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე კახა კალაძის ბანერზე წარწერის გამო ელენე ხოშტარიასთვის წელიწადნახევრიანი პატიმრობის განაჩენს ეხმაურება. ის წერს, რომ ელენე ხოშტარიას მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი, "თუმცა მისი დამოკიდებულება ერთია და სამართლიანობა მეორე" და მიუღებლად თვლის საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო ადამიანს 1,6 წელი ციხე მიესაჯოს.
ის ბათუმელების და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განაჩენსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ " მიუღებელია პოლიციელზე სილის გაწვნის გამო ქალს 2 წელი ციხე მიუსაჯო".
"როგორც ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობის, ასევე ელენე ხოშტარიას მიმართ ნეგატიურად ვარ განწყობილი, თუმცა ჩემი დამოკიდებულება ერთია და სამართლიანობა მეორე, მიუღებელია საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო ადამიანს 1,6 წელი ციხე მიუსაჯო.
მზია ამაღლობელის გამოცემას ჩემი საკანონმდებლო საქმიანობის დროს ალბათ უარყოფითად თუ დაუწერია რამე, მიუხედავად ამისა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ მიუღებელია პოლიციელზე სილის გაწვნის გამო ქალს 2 წელი ციხე მიუსაჯო. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც მოესურვება პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდეს, მაგრამ სასჯელი დანაშაულის ადეკვატური უნდა იყოს და ამ შემთხვევაში საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმა, 15-დღიანი პატიმრობით.
ვისაც კოვიდის დროს ჩემს მიერ ჩატარებული 14 აქცია გახსოვთ, იცით რომ არცერთი ინციდენტი ან დაპირისპირება არ მომხდარა და შესაბამისად, ვერ მომეწონებოდა პოლიციის მისამართით ნასროლი პიროტექნიკა და ქვები, თუმცა აქაც სამართლიანობის გათვალისწინებით, თუ ამ აქციების დროს დამნაშავე ახალგაზრდებს აპატიმრებ, მაშინ ის "სამართალდამცავებიც" უნდა დააკავო, რომლებიც ხალხს წიხლებით შესდგნენ და ქუჩა–ქუჩა სდიეს
... ისიც გასათვალისწინებელია, რომ დაკავებული ახალგაზრდების უმრავლესობას ვერც ბრალი დაუმტკიცეს და ვერც მოწმეებმა ამოიცნეს...
სადღა გვაქვს სახელმწიფო, მაგრამ თუ გვინდა რომ გვქონდეს, უპირველესი ფუნდამენტი სამართალია და არა საკუთარი ვიწრო გადმოსახედიდან მოწონება – არ მოწონებით გამოვიტანოთ განაჩენი...", — წერს ზვიად ტომარაძე.
შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ კახი კალაძის ბანერზე დააწერა "რუსული ოცნება". ოპოზიციონერი ლიდერი 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურა ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 570 ლარის ოდენობის ზიანს ედავებოდა. მას თავდაპირველად 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რის გადახდაზეც ხოშტარიამ უარი განაცხადა. დღეს, 24 მარტს, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- ქალი პოლიტიკოსები: ოთხი შვილის დედისთვის წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა უფრო მეტია, ვიდრე უსამართლობა
- ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარიას ბანერის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან
- ALDE: ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლიანი პატიმრობა სრულიად არაპროპორციულია მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან
- მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშანია — თამთა მიქელაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე
- კალაძის საარჩევნო ბანერზე "რუსული ოცნების" დაწერისთვის ელენე ხოშტარიას 1,5 წლით პატიმრობა მიესაჯა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
კომენტარები