კროსვორდები, ცხელები და ლაბირინთები | დათო გორგილაძის ბლოგი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
ეგ მაგარი განათლებულიაო, ერთმა კაცმა მითხრა ჩვენ წინ მჯდომზე.
სუფრასთან ვისხედით და ისე აღმოჩნდა, რომ თითქმის არავინ ვიცნობდით ერთმანეთს მაგიდის ირგვლივ.
ხმამაღლა არ უთქვამს, გადმოიხარა ყურთან და სუნთქვას ამოაყოლაო რომ ამბობენ, ისე. თითქოს სახელმწიფო საიდუმლოება ყოფილიყო. თან მწვანე ხახვს ჭამდა, მარილში ამოვლებულს.
მართლა-მეთქი?
მართლა, აბა ტყუილადო?!
მაგას რა ჯობია, ღმერთმა გაუმარჯოს-მეთქი.
შენ რა, არ გჯერაო?
ჯერ საპირისპირო არ დაუმტკიცებია, მაგრამ დაუჯერებელ ამბავს არ ჰგავს-მეთქი.
ვერ იკმარა ეს პასუხი, მწველ მზერას ვგრძნობდი ერთხანს, მაგრამ ეგ მზერა შემდეგ შუაზე გადაჭრილი, დაცრემლილი კიტრისკენ გაექცა.
მერე ცხელები შემოიტანეს და ერთხანს ამ კაცს აღარ გავხსენებივარ, მაგრამ როცა ჭამის მადა დაიკმაყოფილა, ლაპარაკისა გაეხსნა.
—კროსვორდებში მხეცია! — ამ ფრაზით მოიქნია კუდი.
— მშურს. მე იოლად ვნებდები. —ვუპასუხე.
— ყველა ქვეყნის დედაქალაქი ზეპირად იცის.
— არაღიარებულებისაც?
— ყველასი.
— ეგ განათლებულობას ნიშნავს? — ძალიან გულწრფელად თუ ალალად ვკითხე.
— აბა რას ნიშნავს? აბა ვინ არის განათლებული? როგორია?
გაცხარდა, ჩამაცივდა ეს კაცი და ის-ის იყო მეგონა დამჩანგლავს-თქო, მისი ყურადღება შამფურების ელვარებამ წამართვა.
სიმართლე ითქვას მაგრად რომ შემოეტია პასუხი არ მქონდა. მით უფრო მოკლე, სხარტი და ისეთი პასუხი, კუდებს რომ არ დატოვებდა. ეგეთი წარმოდგენები ხომ ძველი სენია და არა მგონია მხოლოდ ქართული ხასიათისა იყოს — კროსვორდი თუ ემარჯვება, ლექსები თუ ზეპირად იცის, აფორიზმებით ხმალაობა თუ შეუძლია, გლობუსს თუ თითზე ისე ატრიალებს, როგორც სტეფ კარი ბურთს, ესე იგი განათლებულია. საერთოდაც ადამიანები ხშირად მიჯნას ვერ ვდებთ ნაკითხსა და განათლებულს, მცოდნესა და ინტელექტუალს შორის. არადა მიჯნა არის და თან არამკრთალი. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა.
გახსოვთ სულმნათი უმბერტო ეკოს — ვარდის სახელი? ძველი მონასტრის ბიბლიოთეკა ლაბირინთი? ცნობისმოყვარე ფრანცისკანელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი მოწაფე ადსო? (რომლებიც შერლოკ ჰოლმსისა და ექიმი უოტსონის პროტოტიპები უნდა იყვნენ). ბიბლიოთეკის კლიტეთმპყრობელი უსინათლო ბერი ხორხე? (ცხადია, რომ ეკომ ამ ბიბლიოთეკითა და ამ პერსონაჟით ხორხე ლუის ბორხესი გამოიცეკვა).
ეს ისეთი საკითხია, ლაპარაკს შეუყვები, გინდა — არ გინდა ბრტყელ-ბრტყელების თქმა გიწევს და უხერხულად ხარ. სხვებთან და, რა დასამალია, საკუთარ თავთან. კარგად გინდა და ასე გამოგდის, რომ — განათლება ეს არის დაუსრულებელი გზა, მასზე შემდგარი ადამიანი კი სანთლით ხელში… ხო სასაცილოა? სასაცილო და, ახლები როგორც იტყვიან — ქრინჯი.
ჭკუა და საკმარისი განათლება მქონოდა, ბიბლიოთეკის ლაბირინთებში შეპარული უილიამ ბასკერვილელის დამოწმებით ვეტყოდი იმ კაცს ჩემს აზრს განათლების გზაზე შემდგარ ადამიანზე:
რომ ცოდნა კარგია, მაგრამ თუ გინდა განათლებად იქცეს, მისგან აზრის გამოტანაა საჭირო და იქნებ ვერც მაგან იკმაროს, თუ ეგ აზრი გააქვავე და გაუსაჩივრებელ ჭეშმარიტებად მიიღე; თუ ღრიჭოები არ დაუტოვე გასანიავებლად;
რომ განათლების გზაზე ადამიანს სიახლის მიღების დაუოკებელი ვნება, ცნობისმოყვარეობა და ჟინი სჭირდება;
რომ რაც ღრმად შედის ადამიანი ცოდნის უღრანებში, უფრო ცხადად აცნობიერებს, რომ ინფორმაციის სიუხვე ჯერაც არ ნიშნავს მის ხარისხიანად ათვისებასა და სწორი გზების ჩვენებას;
რომ ყოველი ნაპოვნი პასუხი ახალ კითხვის ნიშნებს უნდა გიჩენდეს;
რომ არ არსებობს თარგი, რომელზეც სიმართლეებსა და ჭეშმარიტებებს ჭრიან;
რომ მთავარ პასუხებს ყველაზე მიუვალ კუნჭულებში იმიტომ მალავენ, მათი აღმოჩენა ავტორიტეტებსა და კერპებს ანგრევს;
რომ თუკი კერპების მსხვრევის შიშს არ დაძლევ, ფუჭი ყოფილა უკვე განვლილი გზა;
რომ არაა სამარცხვინო თუ იტყვი, რომ რაღაც არ იცი;
რომ ცოდნა ამაოა, თუკი ის არ გააზიარე;
რომ განათლების გზაზე სიჯიუტესა და ცნობისმოყვარეობასთან ერთად თვითირონიაც გჭირდება და ხანდახან რთულ მომენტებშიც უნდა შეძლო გაცინება.
აჰა, მაინც ბრტყელ-ბრტყელები გამომივიდა.
არა უშავს, გავაგრძელებ ფიქრს.
მოვემზადები და თუ კიდევ შევხვდით, მოვახსენებ ჩემს აზრს.
რა თქმა უნდა, თუ ცხელების შემოტანამდე მოვასწრებ.
ავტორი: დათო გორგილაძე
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
კომენტარები