სალომე ზურაბიშვილი

24 Feb. 2026, 14:07

"ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, ამ დღეს, 24 თებერვალს, მინდა თქვენთან ერთად გავიზიარო ეს ძალიან მძიმე მომენტი, რომელიც დაუსრულებელი ომიდან ოთხი წლის შესრულებას აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში თქვენ აჩვენეთ, რამდენად მამაცია უკრაინელი ხალხი, რამდენად გამძლე ხართ და როგორ შეგიძლიათ გაუძლოთ ყველაფერს, რაც რუსულმა იმპერიალიზმმა დამართა თქვენს ქვეყანას. ჩვენ ამ ტრაგედიას თქვენთან ერთად ვიზიარებთ, თუმცა ასევე ვიცით, რომ ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში რუსეთმა წააგო იგი და ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა. 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ, ვერ მოახერხა თქვენი მუხლებზე დაჩოქება და ეს ძალიან დიდი წარმატებაა. გისურვებთ, რომ მშვიდობა ძალიან მალე დადგეს, მაგრამ ნამდვილი მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინელი ხალხის ნებას, პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენთვის, ქართველებისთვისაც, ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, როგორც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინას დაესხა თავს. ასე რომ, თებერვალი არის თვე, როდესაც რუსული იმპერიალიზმი თითქოს ცოცხლობს, მაგრამ ამას დასასრული ექნება. ვფიქრობ, რომ უკრაინაში, რუსული ოკუპაციის დასრულებასთან ერთად ჩვენ ყველანი უნდა გავხდეთ მოწმენი, რუსული ოკუპაციის დასრულებისა სხვაგანაც, "სამხრეთ ოსეთში", აფხაზეთის რეგიონში, დნესტრისპირეთში და ყველგან, სადაც რუსეთი საკუთარ საზღვრებს სცდება, რადგან მშვიდობა ვერ იარსებებს, სანამ რუსეთი არ აღიარებს საკუთარ საზღვრებს.

დიდება უკრაინას!"

განაცხადა საქართველოს მეხუთე ორეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ამ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციისთვის" "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყება გამოაცხადა და რამდენიმე წუთში, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო და სარაკეტო იერიშები დაიწყო.

მანამდე, 2014 წელს რუსეთი ყირიმში შეიჭრა და მიიერთა ის, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაიკავეს დონბასის ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. BBC: საქართველოს რაგბის ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის კიდევ წევრი 1 ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დაასანქცირეს
  2. ტაბახმელაში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
  3. OC Media: როგორ გახსნა მიუნხენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით მოქმედმა ქუთაისის უნივერსიტეტმა საქართველოში ნაცისტური იდეოლოგიის კვლევითი ცენტრი
  4. ირაკლი კობახიძე: 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად გაზრდილი აქციზის ტარიფი დაწესდება
  5. რა წერია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში? — საიას მიმოხილვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოპოზიციური ალიანსი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაასრულოს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს, ჰააგის ბრალდებულის სკამზე

"ოპოზიციური ალიანსმა" "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშს გამოეხმაურა. ბრიფინგზე პარტია დროას წარმომადგენელმა გიგა…