ზურა ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

20 Feb. 2026, 15:31

"გუშინ იყო გელა ხასაიას სასამართლო პროცესი. გელა ისაა ყოველთვის ყველას რომ ეხმარება, სულ სხვებზე რომ ნერვიულობს, ნებისმიერ პატარა უსამართლობაზე რომ წყობიდან გამოდის, ოჯახის მრავალწლიანი დანაზოგით რომ სოხუმში იყიდა ბინა, სადაც ვეღარ ჩადის, რადგან იქაც მრავალწლიანი ციხე ელოდება ქართული დროშით სირბილისთვის.

სამი ვიდეო გვაჩვენეს პროცესზე, ერთი და იგივე სცენა მარკეტის სამი სხვადასხვა კამერით გადაღებული. კადრებში 3 ადამიანი, სავარაუდოდ სამივე არაფხიზელი, ერთმანეთს ელაპარაკებიან, ამშვიდებენ, ლუდს ყიდულობენ.

გელა მშვიდად დაბორიალობს იქვე, ეწევა სიგარეტს და ამათ უყურებს როგორც უცხოპლანეტელებს. არათუ კონფლიქტი, კადრებში არ ჩანს გელასთან რაიმე შელაპარაკება ან გელას რაიმე ფორმით აღელვებაც კი.

ესაა ერთადერთი მტკიცებულება. სხვა ყველა შესაძლო კადრი, რომლებითაც დადასტურდებოდა გელას უდანაშაულობა, აღარ არსებობს, რადგან ე.წ. გამოძიება რატომღაც 1 თვის დაგვიანებით დაიწყეს.

გელას რამდენიმე წლით უპირებენ ციხეში გაშვებას, მხოლოდ იმის გამო რომ პოლიციელებს ეკამათებოდა ყოველ ჯერზე, როცა მათი მხრიდან უსამართლო და უკანონო ქცევას აწყდებოდა. მეტი არაფერი.

სამი ადამიანი ჰყავთ (იმ კადრებიდან). ერთი ამბობს რომ სცემეს. მეორე ამბობს რომ გელასთან ერთად სცემა. მესამე ამბობს რომ დაინახა ეს სცენა. მეტი არაფერი.

ხვალ შაბათია. შაბათი მარშის დღეა. მე გავდივარ გელასთვის და გელას ნაცვლად. ჩემთან ერთად გამოდის ყველა ჩემი ოჯახის წევრი და მეგობარი. გამოდი შენც. გაიხსენე, რატომ გამოხვედი პირველად. გაიხსენე ის განცდა რამაც მაშინ გამოგიყვანა. მნიშვნელობა არ აქვს ეს ბრაზი იყო, შიში თუ უსამართლობის აუტანლობა. არაფერი შეცვლილა. ყველაფერი უარესადაა. ციხეები სავსეა გელასნაირი წესიერი და ღირსეული ადამიანებით.

გამოდი ხვალ და წამოიყვანე +1 ადამიანი და მერე აღარ ჩაგვეხსნა, სანამ არ მოვიგებთ
19:00, ფილარმონია — პარლამენტი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შექმნილი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ახლა უკვე…