ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადებისთვის შპს "ბატონოს" ხელმძღვანელი დააკავეს — პროდუქცია განკუთვნილი იყო შსს-ს და თავდაცვის სამინსიტროსთვის
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს "ბატონოს" ხელმძღვანელი დააკავეს.
სამსახურის ინფორმაციით, ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს "სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას, ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს," — ვკითხულობთ განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
-
1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი 1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი
-
ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ
გადახედვა
-
სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
გადახედვა
-
Samsung Galaxy S26 FE — აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია Samsung Galaxy S26 FE — აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
-
შსს: 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება ISO სტანდარტის პორტატიული მოწყობილობით განხორციელდება შსს: 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება ISO სტანდარტის პორტატიული მოწყობილობით განხორციელდება
გადახედვა
-
მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები — ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები — ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე
-
როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს? როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
გადახედვა
-
ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს? ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო გემი ჩაიძირა — დაღუპულია 8 მგზავრი, 18-ს ეძებენ კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო გემი ჩაიძირა — დაღუპულია 8 მგზავრი, 18-ს ეძებენ
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს! საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს!
-
www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა
გადახედვა
-
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული
გადახედვა
-
ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი" ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი"
გადახედვა
-
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით
-
ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა
გადახედვა
-
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება
გადახედვა
-
თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა 6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა
გადახედვა
-
Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო
კომენტარები