თეგეტამ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
ფოტო: თეგეტა
გამჭვირვალობისა და საუკეთესო ანგარიშგების აღიარება — თეგეტა საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) მფლობელია. კომპანიას საპატიო ჯილდო მსხვილი არასაფინანსო კომპანიების კატეგორიაში გადაეცა. ეს წარმატება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წლიურ ანგარიშს უკავშირდება, რომელიც თეგეტამ გასულ წელს საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიაში პირველად წარადგინა.
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: “ეს აღიარება ადასტურებს, რომ ჩვენი მიზანი — უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრება გამჭვირვალობასა და კორპორაციული მართვის კულტურაში — სწორი გზაა. BARTA-ს საპატიო ჯილდო გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ ნდობის განმტკიცება თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან, რაც ჩვენს გრძელვადიან წარმატებას განსაზღვრავს“.
ფოტო: თეგეტა
BARTA-ს მეშვიდე დაჯილდოების ცერემონია თბილისში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, არასაფინანსო სექტორის, მსხვილი და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. ცერემონიის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე — შესაბამისობის მიღმა: კორპორაციული ანგარიშგების ხარისხის ამაღლება მმართველობისა და მდგრადობის მიმართულებით, რომელშიც თეგეტა ჰოლდინგის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა ნიკოლოზ ხიდურელმა მიიღო მონაწილეობა და კომპანიის განვითარების ტემპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ნიკოლოზ ხიდურელი, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი ფინანსური ოფიცერი: "BARTA-ს ჯილდო ჩვენთვის არა მხოლოდ აღიარებაა, არამედ დასტური იმისა, რომ გამჭვირვალე ანგარიშგება და მდგრადობის პრინციპები ბიზნესის გრძელვადიანი წარმატების საფუძველია. პანელურ დისკუსიაში განვიხილეთ, თუ როგორ შეუძლია კორპორაციული ანგარიშგების ხარისხის ამაღლებას ხელი შეუწყოს უკეთეს მმართველობას, გარემოსდაცვით მდგრადობასა და საერთო ეკონომიკურ განვითარებას. ეს თემები განსაკუთრებით აქტუალურია საავტომობილო ინდუსტრიაში, სადაც თეგეტა აქტიურად იმუშავებს ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ელექტრომობილების მხარდაჭერა და ნარჩენების მართვა“.
ფოტო: თეგეტა
კონკურსი, რომელიც 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რაც უფრო გამჭვირვალე და კონკურენტულ ბიზნესგარემოს ქმნის. კონკურსის ორგანიზატორია BARTA-ს კომიტეტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის ზედამხედველობის სამსახურისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. პროექტის მხარდამჭერები არიან მსოფლიო ბანკი და საქართველოს ბიზნესასოციაცია.
თეგეტა რეგიონში ერთადერთი კომპანიაა საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია შეიმუშავა და მისი შესრულების შესახებ დეტალური ანგარიში წარადგინა. 200-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს ფინანსურ მაჩვენებლებს, მართვის პრაქტიკებს, მდგრადობის სტრატეგიასა და რეგიონულ ექსპანსიას. ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს კომპანიის შემოსავალი 19%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდ ლარს მიაღწია, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდებმა 125 მილიონ ლარს გადააჭარბა, მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი კი 96% იყო.
ფოტო: თეგეტა
წელს BARTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 9 საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ, მათ შორის მსხვილი საფინანსო კომპანიები, მსხვილი არასაფინანსო კომპანიები და მცირე და საშუალო კომპანიები. ეს ჯილდო თეგეტასთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ გამჭვირვალობა და მდგრადობა ბიზნესის გრძელვადიანი წარმატების საფუძველია.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ირაკლი კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია ირაკლი კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია
გადახედვა
-
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
გადახედვა
-
ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს
გადახედვა
-
საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?
გადახედვა
-
უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
"ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა "ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა
გადახედვა
-
"დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება "დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
კომენტარები