65 საერთაშორისო მეცნიერი "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიხედოს განათლების რეფორმის კონცეფცია
დასავლელი მეცნიერები ოცნების პრემიერს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებენ, გადაიხედოს უმაღლესი განათლების რეფორმა. წერილს ხელს 65 მეცნიერი აწერს, მათ შორის კემბრიჯის, ოქსფორდის, ჰარვარდის, ჩიკაგოს, კანზასის, კოლუმბიის უნივერსიტეტებიდან.
მეცნიერები ოცნების მთავრობას მიმართავენ, რომ "გადახედოს საგანმანათლებლო თვალსაზრისით ამ მავნე წინადადებას და ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა შეიქმნას ნამდვილი რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეებისა და მათი შვილების ცხოვრებას".
წერილის ავტორები წერენ, რომ ქართული ოცნების მიერ ინიციირებული "განათლების რეფორმის კონცეფცია უმაღლესი განათლებისთვის არა მხოლოდ გააუქმებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს, არამედ შეზღუდავს მოქალაქეების პერსპექტივებს". მათივე თქმით, "უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციაში შემოთავაზებული ზომები ვერ გადაჭრის არსებულ პრობლემებს. პირიქით, ისინი გაზრდიან მთავრობის კონტროლს უმაღლესი განათლების სექტორზე".
"16 ოქტომბერს თქვენ გამოაცხადეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია, რომელიც შედგება შვიდი ძირითადი კომპონენტისგან. ამ დოკუმენტში და თქვენს გამოსვლაში თქვენ და თქვენი მთავრობა არწმუნებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეროვნული რეფორმის კონცეფცია გააუმჯობესებს ეფექტურობას და ხარისხს საქართველოს უმაღლეს განათლებაში და ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვეთანხმებით, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებობს დიდი ხნის პრობლემები: უნივერსიტეტები და ინსტიტუტები არასაკმარისად არიან უზრუნველყოფილნი რესურსებით (2025 წელს, საქართველოს მთავრობის ხარჯები უმაღლეს განათლებაზე შეადგენდა მშპ-ს 0.3%-ს); პროფესორ-მასწავლებლები არასაკმარისად არიან ანაზღაურებულნი, მუშაობენ ორ-სამ სამუშაოზე ოჯახების გამოსაკვებად; მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევითი და სამეცნიერო ლაბორატორიები პრაქტიკულად არ არსებობს; და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უმუშევრობა ყოველწლიურად ხელს უწყობს მასობრივ საზღვარგარეთ მიგრაციას.
უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციაში შემოთავაზებული ზომები ვერ გადაჭრის ამ პრობლემებს. პირიქით, ისინი გაზრდიან მთავრობის კონტროლს უმაღლესი განათლების სექტორზე. მენეჯმენტი რექტორებისა და ადმინისტრატორების ხელში გადავა, რომლებიც მთავრობის წინაშე იქნებიან დაქვემდებარებულნი. უნივერსიტეტის ავტონომია და მასთან ერთად აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გეგმების ფაკულტეტის კონტროლი მნიშვნელოვნად შესუსტდება. უნივერსიტეტის ბიუჯეტები კიდევ უფრო შემცირდება და განსხვავებული აზრის მქონე პროფესორ-მასწავლებლების გათავისუფლება რეორგანიზაციის ფარგლებში უფრო ადვილი გახდება. „რეფორმა“ საქართველოში უკანასკნელ სფეროს დახურავს, რომელიც ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვისაა ღია. კარგად ფუნქციონირებადი უნივერსიტეტის სისტემა, რომელიც მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, თვითმმართველობას, აკადემიურ თავისუფლებას, კარგად დაფინანსებულ კვლევის შესაძლებლობებს და საერთაშორისო გაცვლას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ეკონომიკის ზრდისთვის. უნივერსიტეტების გარეშე, სადაც ინფორმაცია თავისუფლად გაზიარდება და კვლევა თავისუფლად ხორციელდება, საქართველოს ეკონომიკა ვერ აყვავდება.
ჩვენ ვართ საერთაშორისო მეცნიერები მთელი მსოფლიოს უნივერსიტეტებიდან. ჩვენ შეშფოთებულები ვართ თქვენი მთავრობის მიერ გატარებული სხვა ზომებით, რომლებმაც გამოიწვია პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დაპატიმრება მათი უფლებების მშვიდობიანი დაცვის გამო. თქვენს მიერ შემოთავაზებული ეროვნული რეფორმის კონცეფცია უმაღლესი განათლებისთვის არა მხოლოდ გააუქმებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს, არამედ შეზღუდავს თქვენი მოქალაქეების პერსპექტივებს, რომელთა წარმომადგენლადაც თქვენ აირჩიეთ. უმაღლესი განათლება სახელმწიფოს უზრუნველყოფს ჩართულ მოქალაქეებითა და პროფესიონალებით, რომლებიც მშრომელ ადამიანებთან ერთად უზრუნველყოფენ ქვეყნის გადარჩენასა და კეთილდღეობას სულ უფრო კონკურენტუნარიან გლობალურ წესრიგში.
ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს საგანმანათლებლო თვალსაზრისით ამ მავნე წინადადებას და ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა შეიქმნას ნამდვილი რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეებისა და მათი შვილების ცხოვრებას", — ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს 65 მეცნიერი აწერს, მათ შორის კემბრიჯის, ოქსფორდის, ჰარვარდის, ჩიკაგოს, კანზასის, კოლუმბიის უნივერსიტეტებიდან.
მეტი განათლების რეფორმის შესახებ:
- "უფასო სწავლა", კვოტირება, 3+1+1 — რა ცვლილებები შეიტანა "ოცნების" პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში?
- ირალი კობახიძე: შიდა კონკურენცია არაფრის საშველი არ არის. მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლებაა
- განათლების უწყება უარყოფს ზვიად გაბისონიას განცხადებას იმის შესახებ, რომ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე 1-ზე მეტ პროგრამას ვერ აირჩევენ
- გივი მიქანაძე: უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება
- 2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ
- გივი მიქანაძე: "შემდეგი სასწავლო წლიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ უცხოელ სტუდენტებს"
- გივი მიქანაძის თქმით, განათლების რეფორმის განხორციელების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება
- ირაკლი კობახიძე: "ყველაზე საშიში ქვეყნისთვის არის ის საზოგადოება, რომელიც არის არასაკმარისად ან უხარისხოდ განათლებული"
- არავითარ შემთხვევაში ეს რეფორმა გაცვლით პროგრამებს პრობლემას არ შეუქმნის — კობახიძე განათლების რეფორმაზე
- გივი მიქანაძე ჩინეთში მიდის, სადაც განათლების რეფორმასა და სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე ისაუბრებს
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები